თბილისში მიწოდება 3 საათში
სამარილე და საპილპილე
ნივთის ზომა: 6.5 x 3.3 x 8.9 სმ
მასალა: ABS, მეტალი
სერია: Singles
რაოდენობა შეფუთვაში: 2
Zone Denmark-ის სამარილე და საპილპილე Singles-ს სერიიდან, გამოირჩევა დახვეწილი და მინიმალისტური დიზაინით. ეს ელეგანტური ნაკრები შედგება ორი შეიკერისა და პრაქტიკული სადგამისგან, რომელიც აღჭურვილია მოსახერხებელი სახელურით. კომპლექტი დამზადებულია ABS პლასტმასისა და მეტალის კომბინაციით, რაც უზრუნველყოფს მათ გამძლეობასა და თანამედროვე იერსახეს. შეიკერებს აქვს განსხვავებული ფერის რგოლები, რომელიც ამარტივებს მარილისა და პილპილის ერთმანეთისგან გარჩევას.
მახასიათებლები:
მაღალი ხარისხის მასალა: ABS პლასტმასი და მეტალი უზრუნველყოფს ხანგრძლივ გამოყენებასა და მარტივ წმენდას.
გამოყენება: განკუთვნილია სერვირებისთვის, როგორც ყოველდღიურ, ასევე განსაკუთრებულ შემთხვევებში.
მინიმალისტური დიზაინი: გამოირჩევა მარტივი და თანამედროვე დიზაინით, რაც იდეალურად ერგება სხვადასხვა ინტერიერის სტილს.
Zone Denmark არის წამყვანი დანიური ბრენდი, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ცნობილია თანამედროვე სკანდინავიური დიზაინის უნიკალური ინტერპრეტაციით. განსაკუთრებით პოპულარულია აბაზანის, სამზარეულოსა და ინტერიერის ნივთებით, რომლებიც გამოირჩევა მინიმალისტური სტილით, უნიკალური ფორმებით, მაღალი ხარისხის მასალებითა და სკანდინავიური ესთეტიკით.
ბრენდის ფილოსოფია ემყარება რწმენას, რომ ყოველდღიური ნივთები შეიძლება იყოს როგორც პრაქტიკული, ისე ვიზუალურად შთამბეჭდავი. მათი დიზაინი მინიმალისტური ფორმებითა და დახვეწილი დეტალებით გამოირჩევა, რაც პროდუქტებს თანამედროვე სივრცეში მარტივად ინტეგრირებადს ხდის.Zone Denmark აქტიურად თანამშრომლობს წამყვან დანიელ დიზაინერებთან, რაც მას შესაძლებლობას აძლევს, მუდმივად შემოგვთავაზოს ინოვაციური და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული პროდუქცია. ბრენდის გამორჩეული სერიები - როგორიცაა UME, PEILI და SINGLES - წარმოადგენს აბაზანის, სამზარეულოსა და მისაღები ოთახის ნივთებს, რომლებიც არამხოლოდ ფუნქციური, არამედ დიზაინის თვალსაზრისით შთამაგონებელია.ბრენდის პროდუქცია არაერთხელ აღიარებულა საერთაშორისო დიზაინის პრესტიჟული ჯილდოებით, მათ შორის Red Dot Design Award, რაც ადასტურებს Zone Denmark-ის ლიდერობას და უწყვეტ სწრაფვას სრულყოფილებისკენ.

- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.