კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ZEBRA GAMES,  ვსწავლობთ ანბანსZEBRA GAMES,  ვსწავლობთ ანბანს
ZEBRA GAMES, ვსწავლობთ ანბანს

უფასო მიწოდება

29.95
ZEBRA GAMES,  ვსწავლობთ ანბანს  zebra games,  vstsavlobt anbans - ვარიაცია 1 ZEBRA GAMES,  ვსწავლობთ ანბანს  zebra games,  vstsavlobt anbans - ვარიაცია 1

ZEBRA GAMES, ვსწავლობთ ანბანს

ID: 8694051060926

ZEBRA GAMES

 

ფაზლი 66 ფერადი ბარათისაგან შედგება, რომელთა ნახევარი ქართული ანბანის 33 ასოა, ხოლო მეორე ნახევარი - ამ ასოების შესაბამისი საგნებისა და პერსონაჟების ხასხასა ნახატები

 

ნივთის ზომა: 17.5 x 27 x 6 სმ

 

ასაკი: 3 +

 

არ არის რეკომენდებული 3 წლის ასაკისთვის

29.95

უფასო მიწოდება3 სთ-ში

ZEBRA GAMES, ვსწავლობთ ანბანს

ფაზლი 66 ფერადი ბარათისაგან შედგება, რომელთა ნახევარი ქართული ანბანის 33 ასოა, ხოლო მეორე ნახევარი - ამ ასოების შესაბამისი საგნებისა და პერსონაჟების ხასხასა ნახატები. ამ ფაზლის დახმარებით ბავშვი "შეხვდება" ქართულ ასოებს და სწრაფად და ადვილად ისწავლის მათ ცნობას. ამასთან, შეიძენს კონცენტრაციის, ყურადღების, აღქმისა და წარმოსახვის უნარებს და ისწავლის სიტყვის სწორად გამოთქმას, რადგან ამის წინაპირობა ასოების შესაბამისი ბგერების სწორად წარმოთქმაა, ეს კი, თავის მხრივ, მომავალში გაუიოლებს წერისა და კითხვის პროცესს.

ZEBRA GAMES

გამომცემლობა „ზებრა“ დაარსების (2007 წ.) დღიდან პატარა მკითხველის მეგობარია. მრავალფეროვანი საბავშვო ლიტერატურა, პოპულარული ქართული და უცხოური ზღაპრები, გასაფერადებლები, სათამაშოს ფორმისა თუ „ფანჯრებიანი“ წიგნები ყველაზე პატარებისათვის, ენციკლოპედიები თუ სხვა შემეცნებითი ლიტერატურა მოზარდებისათვის - აქ ყველა ასაკის ბავშვისთვის იპოვით საინტერესო წიგნს. თითოეული გამოცემა ითვალისწინებს პატარების ასაკს, შესაძლებლობასა და ინტერესს, შესაბამისად, ხელს უწყობს მათ გონებრივ, მოტორულ და ინტელექტუალურ განვითარებას. „ზებრას“ ერთ-ერთმა პროექტმა საბოლოოდ მოინადირა პატარების გული, როდესაც მათი საყვარელი პერსონაჟი ჟირაფი ჟოზე მულტფილმიდან წიგნის ფურცლებზე გადმოიტანა! ახლა მას მეორე ქართული ანიმაციური ფილმის „მაშველების“ გმირებიც შეუერთდნენ. ენციკლოპედიები აუგმენტურ რეალობაში მოზარდების საყვარელი გამოცემები გახდა. შეუთავსე მობილური მოწყობილობა წიგნს და უზარმაზარი არსებები მთელი ზომით გადმოინაცვლებენ არსებულ გარემოში... ჩვენი მიზანია, ბავშვებს კითხვა შევაყვაროთ და ამისათვის ყველა ღონეს ვხმარობთ - გამოვცემთ არა მხოლოდ შემეცნებით და საინტერესო წიგნებს, არამედ ისეთს, რომ პატარამ მისკენ ჯერ ხელი წაიღოს, შემდეგ კი გულიც დაიმორჩილოს.

დამატებითი მახასიათებლები

ზოგადი ინფორმაცია

  • ასაკობრივი ჯგუფი3 - 5, 5 - 8
  • ბრენდიZEBRA GAMES
  • მასალამუყაო
  • ბრენდის წარმომავლობასაქართველო
  • ნაწილის რაოდენობა66
  • ზომა17.5 x 27 x 6 სმ
  • ჟანრიფაზლები


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.