თბილისში მიწოდება 3 საათში
Xiaomi Poco M5 სმარტფონი აღჭურვილია MediaTek Helio G99 რვაბირთვიანი პროცესორით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალ წარმადობას და ტელეფონის შეუფერხებელ მუშაობას. Poco M5-ის დიდი, 6.58 ინჩიანი ეკრანი საშუალებას გაძლევთ სრულად ჩაიძიროთ ვირტუალურ სამყაროში.
ეკრანის განახლების სიხშირე 90 Hz-ია. ეკრანის განახლების სიხშირე გულისხმობს თუ წამში რამდენი ახალი კადრის ჩატვირთვა შეუძლია ეკრანს. 90 Hz კი უზრუნველყოფს სქროლინგისას კადრის უფრო გლუვად გადასვლას და ცვლილებას, რაც უფრო ეფექტურს ხდის გეიმინგს და კონტენტის ათვისებას.
Xiaomi Poco M5-ის 5000 mAh მოცულობით, ძლიერ ელემენტს სწრაფი დატენვის ფუნქცია აქვს. მუხტავს 18 W-ით და გაძლევთ 21 საათამდე ვიდეოს დაკვრის დროის შესაძლებლობას. Bluetooh 5.3-ის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ, მარტივად დაუკავშიროთ ტელეფონი ყურსასმენებსა და პორტატულ დინამიკებს და უსმინოთ მუსიკას მთელი დღის განმავლობაში.
Poco M5-ს აქვს სამმაგი, 50 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, რომელიც იღებს მკაფიო, ხარისხიან ფოტოებს და 1080p ხარისხის ვიდეოებს. გადაიღეთ ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი და ნათელი მომენტები დღე-ღამის ნებისმიერ დროს.
მობილურ ტელეფონს აქვს დახვეწილი, თხელი და თანამედროვე დიზაინი.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.