თბილისში მიწოდება 3 საათში
Xiaomi G11 ხელის მტვერსასრუტს აქვს ძლიერი შესრუტვის უნარი და მისი შესაძლებელია გამოყენება ნებისმიერ ზედაპირზე: იატაკზე, ხალიჩაზე, ქსოვილებზე, რბილ ავეჯზე, თაროებზე და მატრასზეც კი. სხვადასხვა ზედაპირისთვის მოყვება სპეციალური თავაკები, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ მთლიანი სახლის დალაგებას: იატაკიდან, ხალიჩებიდან მტვრის და ნარჩენების შესრუტვას, ავეჯის, ფარდების და თაროების მტვრისგან გათავისუფლებას, ცხოველის თმის შესრუტვას, მატრასის სტერილიზაციას და სახლში ჰაერის გაწმენდა-გაჯანსაღებას. მულტიფუნქციური მტვერსასრუტი მარტივად ტრანსფორმირდება ერთი ფორმიდან მეორეში და თავაკების დამაგრებისას მჭირდოდ იკეტება.
დალაგების პროცესს გაგიმარტივებთ სმარტ ტექნოლოგია, ჭკვიანი სენსორები და ინტერაქტიური LED ეკრანი. მტვერსასრუტს ჩაშენებული აქვს ინფრარედ (IR) სენსორი, რომელიც განსაზღვრავს ჰაერში ან კონკრეტულ ზედაპირზე მტვრის დონეს და პროპორციულად არეგულირებს შესრუტვის სიმძლავრეს. ასევე თავად არეგულირებს სიჩქარეს ზედაპირის სირთულის შესაბამისად. ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია მტვერსასრუტის ავტომატურ რეჟიმზე მუშაობისას.
ავტომატური რეჟიმის გარდა Xiaomi G11-ს აქვს ტურბო და ეკო რეჟიმები. სასურველი შეგიძლიათ აირჩიოთ ინტერაქტიური LED ეკრანიდან, რომელსაც ასევე აქვს ბატარეის ინდიკატორი და მტვერსასრუტის არასწორად გამოყენების შემთხვევაში გიწერთ რაშია პრობლემა.
მაღალი ხარისხის ჰიგიენური HEPA ფილტრი 99.5%-იანი ეფეტურობით და ჰაერის ფილტრაციის მულტი-ციკლონული ტექნოლოგიის წყალობით, არა მხოლოდ იწოვს მტვერს და ალერგენებს, ასევე ფილტრავს ჰაერს და სასიამოვნო, სუფთა სურნელს აყენებს სახლში.
პორტატულ მტვერსასრუტს აქვს ძლიერი ელემენტი და სწრაფი დატენვის რეჟიმი. ერთი სრული დამუხტვით, მაქსიმუმ 60 წუთამდე შეუძლია მუშაობა. მუშაობის დრო დამოკიდებულია და იცვლება სხვადასხვა თავაკების, რეჟიმების და ზედაპირების მიხედვით.
ხელის მტვერსასრუტი მაქსიმალურად უხმაურო და მარტივი გასაწმენდია, მტვრის კონტეინერი იცლება ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით, ისე რომ მტვერთან შეხება არ გიწევთ. კორპუსი მსუბუქი, უსადენო და შესაბამისად სრულად პორტატულია. არ ღლის ხელს, მორგებულია მის ფორმებს და აქვს ერგონომიული დიზაინი.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.