თბილისში მიწოდება 3 საათში
ZEBRA დახვეწილი და ორიგინალური დიზაინის მქონე ბლოკნოტია, რომელსაც აქვს ორმაგი, 350 გრამი Fedrigoni-ის ყდა. შედგება 64 გვერდისგან, რომელიც ასევე დამზადებულია Fedrigoni-ის ქაღალდისგან და აკინძულია ძაფით. აღსანიშნავია მისი ორიგინალური და საუცხოო პრინტი, რომელიც მიღებულია Pantone™-ის ფერებით. ბლოკნოტი დამზადებულია იტალიაში უმაღლესი ხარისხის მასალებით.
ZEBRA დახვეწილი და ორიგინალური დიზაინის მქონე ბლოკნოტია, რომელსაც აქვს ორმაგი, 350 გრამი Fedrigoni-ის ყდა. ყდის ორივე მხარე დაფარულია ფერადი ლამინირებით. შედგება 64 გვერდისგან, რომელიც ასევე დამზადებულია Fedrigoni-ის ქაღალდისგან და აკინძულია ძაფით. აღსანიშნავია ბლოკნოტის ორიგინალური და საუცხოო პრინტი, რომელიც დამზადებულია Pantone™-ის ფერებით. ქაღალდი იწონის 110 გრამს და შეიცავს დიდი რაოდენობით ბამბას, რის გამოც მოსახერხებელია მასზე ფანქრითა და კალმით ხატვა. ბლოკნოტი გამოირჩევა იმით, რომ მისი გვერდები არ არის გამჭვირვალე. დამზადებულია იტალიაში უმაღლესი ხარისხის მასალებით.
ზომა: 148 x 210 მმ
შიგთავსის ტიპი: სუფთა
ყდის ტიპი: რბილი
გვერდების რაოდენობა: 64
Write Sketch & არის ბრენდი, რომელიც მოღვაწეობს საკანცელარიო სფეროში. კომპანია დააარსეს მატეო გარუბამ და ანჯელა ტომასონმა 2014 წელს, იტალიაში. მანამდე ისინი ფლობდნენ დიზაინის სტუდიას, რაც გახდა ინსპირაცია საკუთარი საქმიანობის გაფართოების და საკანცელარიო სფეროში გადმოსვლის. დღესდღეობით კომპანიას შექმნილი აქვს 100-ზე მეტი სხვადასხვა დიზაინის პროდუქცია, მათ შორის: ბლოკნოტები, სახაზავები, ჩანთები, საშლელები, სანიშნეები, ფანქრები და სხვა.
Write Sketch &-ის პროდუქტები იყიდება სამასზე მეტ მაღაზიაში მსოფლიოს ოც სხვადასხვა ქვეყანაში.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.