კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
მაშრიყით მაღრიბამდემაშრიყით მაღრიბამდე
მაშრიყით მაღრიბამდე

თბილისში მიწოდება 3 საათში

29.95
მაშრიყით მაღრიბამდე

მაშრიყით მაღრიბამდე

ID: 9789941315756
მაშრიყით მაღრიბამდე  mashriyit maghribamdeმაშრიყით მაღრიბამდე  mashriyit maghribamde

გამოცემის წელი: 2024

გვერდების რაოდენობა: 656

ISBN: 9789941315756

გამომცემლობა: ინტელექტი

29.95

თბილისში მიწოდება 3 საათში
ID: 9789941315756
ანოტაცია

„სათაური მართლაც მრავლისმომცველია და წიგნის აღნაგობისა და მიზანდასახულების ყველაზე უკეთ გამომხატველი: „მაშრიყით მაღრიბამდე“ – რითაც თამაზ ნატროშვილი დაამშვენებდა თავის მრავალფეროვან სამეცნიერო-მწერლურ მოღვაწეობასაც და ქართული ლიტერატურის მდინარებასაც, აწ უკვე კლასიკურ მემკვიდრეობადაც რომ შერაცხილა და ისევე თანამდევი იქნება ჩვენი სახელმწიფოებრიობის მომავლისა, როგორც ის ისტორიული პერსონაჟები, ხელმეორე სიცოცხლე რომ უპოვნიათ ამ მართლაც ხელიხელსაგოგმანებელი წიგნის ფურცლებზე, ყველა თაობის მკითხველი მისთვის სარგოსა და სასარგებლოს რომ ამოიტანს იქიდან, ყმაწვილები კი მასზეც ისევე გაიზრდებიან, როგორც სხვა ძვირფას მონაპოვარზე ქართული მწერლობისა. პირწმინდად მეცნიერული კვლევის დასრულების შემდგომ იწყებოდა ფიქრი მოპოვებული მასალებისათვის – სხვადასხვა მატიანიდან, მოგზაურთა მემუარებიდან თუ მისიონერთა ანგარიშებიდან ამოკრებილთათვის – შესაფერისი კომპოზიციური აღნაგობის შესაქმნელად, დეტექტიურ მანერასაც რომ მოხდენილად და ეფექტურად შემოიშველებდა. შესაფერისი რიტმისა და ინტონაციის მიგნება ხომ მის ხელთ იქნებოდა და ჭეშმარიტი მთხრობელის ხელოვნებით აამეტყველებდა გაქვავებულ დეტალებსა და სურათებს, სულს ჩაუდგამდა ისტორიულ პირთ, მოულოდნელი რაკურსითაც დაგვანახებდა ჩვენთვის საყვარელ გმირებს და ... უცნობ – არადა დიდ საქმეთა აღმსრულებელ – ადამიანთაც შემოიყვანდა ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაში. და ამ ყოველივეს მოიმოქმედებდა ჭეშმარიტების ძიებისა და აღდგენის წყურვილით, ოდნავადაც რომ არ მისცემოდა თავს ისტორიული სიმართლიდან რაიმე გადახვევის უფლებას და გარდასულ ჟამსაც და ისტორიულ გალერეასაც წარმოსახავდა ისე, როგორც სინამდვილეში გახლდათ, ძველი რომაელები რასაც ითხოვდნენ მემატიანეთაგან: მრისხანებისა და მიკერძოების გარეშეო... და რადგანაც საქართველო იმთავითვე ჩართული გახლდათ საერთაშორისო მოვლენებში – აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე – თამაზ ნატროშვილის წიგნის ფურცელზე ძალდაუტანებლად და უხვად უნდა წარმოსახულიყო სხვა ქვეყნებიც და იქაური პერსონაჟებიც, და ეს ყოველივე ერთიანი თვალთახედვით გააზრებულიყო, უფრო კანთიელად რომ შეგვახედებდა ჩვენი ქვეყნის ბედისწერას...“, – როსტომ ჩხეიძე.

დამატებითი ინფორმაცია
  • ავტორი თამაზ ნატროშვილი
  • გამომცემლობა ინტელექტი
  • ენა ქართული
  • გვერდების რაოდენობა 656
  • ფორმატი 145 x 205 მმ
  • ყდა მაგარი
  • გამოცემის წელი 2024
  • ორიგინალის ენა ქართული
  • ავტორის წარმომავლობა საქართველო
  • მიმართულება ისტორია


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით.  ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.

 

app-store.pngplay-store.png

Copyright © 2025 Veli.store, ყველა უფლება დაცულია.