კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
Wine Wood, საფერავი, ქვევრის წითელი მშრალი ღვინო, 2020 წ.Wine Wood, საფერავი, ქვევრის წითელი მშრალი ღვინო, 2020 წ.
Wine Wood, საფერავი, ქვევრის წითელი მშრალი ღვინო, 2020 წ.

უფასო მიწოდება

36.0045.00-20%
Wine Wood, საფერავი, ქვევრის წითელი მშრალი ღვინო, 2020 წ.  wine wood, saferavi, qvevris tsiteli mshrali ghvino, 2020 ts. - ვარიაცია 1 Wine Wood, საფერავი, ქვევრის წითელი მშრალი ღვინო, 2020 წ.  wine wood, saferavi, qvevris tsiteli mshrali ghvino, 2020 ts. - ვარიაცია 1

Wine Wood, საფერავი, ქვევრის წითელი მშრალი ღვინო, 2020 წ.

ID: 4860121790015

•წითელი მშრალი ღვინო

•ყურძნის ჯიში: საფერავი.

•ტექნოლოგია: ქვევრი

•ალკოჰოლის შემცველობა: 13.5%.

•ქვეყანა: საქართველო.

•რეგიონი: კახეთი.

•არომატი: წითელი ხილი.

•გემო: დაბალანსებული, გამოხატული

•ბოთლის ტიპი: შუშა.

•ფერი: ალუბლისფერი.

•წელი: 2020.

•მოცულობა: 750 მლ.

36.0045.00-20%

უფასო მიწოდება3 სთ-ში

დახასიათება

საფერავის ლეგენდარული ღვინის დასამზადებლად კახეთის ოქროსფერ ვენახებში ამ სანაქებო ჯიში ვაზის მოსავალს შერჩევით კრეფენ და აყენებენ მართლაც გამორჩეულ, კახურ ღვინოს. საფერავს ახაასიათებს საუცხოო დაბალანსებული გემო და გამოხატული ჯიშური არომატი.

ბრენდის ისტორია

Wine Wood-ი თანამედროვე, პრემიუმ კლასის ღვინის მარანია. მისი ისტორია 2020 წელს, ქალაქ თელავში იწყება.  მშვენიერი ტყის პირას, საუკეთესო ყურძნისაგან აყენებენ სხვადასხვა სახეობის უმაღლესი  ხარისხის კახურ ღვინოს.  ღვინის ფილოსოფია დეტალებშია: სწორედ უმცირესი დეტალების გათვალისწინებითა და არსებული ტექნოლოგიების გაუმჯობესებით მიიღება Wine Wood-ის უნიკალური გემო.

 

შემოდგომას,  მეღვინეები კახეთის მზიანი ვენახებიდან არჩევენ ყურძნის საუკეთესო მოსავალს, სათუთად კრეფენ მტევნებს და მარნამდე სპეციალური, პატარა ყუთებით გადააქვთ. ყუთებით ტრანსპორტირებისას ყურძენი არ იჭყლიტება და არ იხუთება, შესაბამისად, მარნამდე აღწევს ისეთივე ქორფა და ცინცხალი, როგორც ახალდაკრეფილი - ეს ტექნოლოგია აძლევს საშუალებას თავიდან აირიდონ ყურძნისათვის მავნე პროცესები და მაქსიმალურად გააუმჯობესონ ღვინის ხარისხი.

 

  მარანი აღჭურვილია წამყვანი იტალიური ბრენდების (ALBRIGI, ENOVENETA), უახლესი ტექნოლოგიით შექმნილი დანადგარებით, რაც შეუცვლელია კარგი ღვინის შექმნის პროცესში. ღვინო ყენდება როგორც ტრადიციულ ქვევრებში, ისე უჟანგავი ფოლადის რეზერვუარებსა და ფრანგული მუხის კასრებში. წარმოებას ყველა ეტაპზე ხელმძღვანელობენ მაღალკვალიფიციური მეღვინე-ტექნოლოგები.

 

მათ სჯერათ, რომ ღვინის დაყენებისთვის, ჰარმონიული გარემოს შექმნაა საჭირო, რადგან ღვინო ადგილის სულს ატარებს.  მარანი თელავში, ზღაპრულ, ტყიან ადგილასაა გაშენებული, სადაც ღვინის დაგემოვნება ერთი-ორად სასიამოვნოა.

 

დამატებითი მახასიათებლები

სპეციფიკაციები

  • კატეგორიაღვინო
  • სახეობამშრალი
  • ფერიწითელი
  • ქვეყანა-რეგიონისაქართველო, საქართველო-კახეთი
  • ბრენდიWine Wood
  • ყურძნის ჯიშისაფერავი
  • წელი2020
  • ტექნოლოგიაქვევრი
  • ალკოჰოლის პროცენტი13.5%
  • მოცულობა750 მლ


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით.

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.