უფასო მიწოდება
New York Times - ''მტკივნეულად ლამაზი ნოველა, რომელიც ერთდროულად არის მკვლელობის საიდუმლო, თინეიჯერული ნარატივი და ბუნების ზეიმი... ოუენსი აქ ჩრდილოეთ კაროლინის სანაპიროების გაპარტახებულ ჭაობებს იკვლევს მიტოვებული ბავშვის თვალით. მის იზოლაციაში ბავშვი გვაიძულებს თვალი გავახილოთ საიდუმლო საოცრებებისა და მისი პირადი სამყაროს საფრთხეების მიმართ.''
Entertainment Weekly - ''გულის გამგმირავი... იზოლაციისა და ბუნების ახალი კვლევა ქალის პერსპექტივიდან, სიყვარულის დამაჯერებელ ისტორიასთან ერთად.''
Publishers Weekly - ''გამომწვევი...კია დაუვიწყარ გმირად იქცა.''
მთარგმნელი: სოფო ქარჩხაძე
რედაქტორი: ლეილა ბერიაშვილი
გამოცემის წელი: 2021
გვერდების რაოდენობა: 460
ISBN: 9789941452680
გამომცემლობა: ქარჩხაძის გამომცემლობა
მეთევზეთა პატარა სოფელ ბარკლი ქოუვში ყველას სმენია „მარშის გოგოს“ შესახებ, რომელიც მარტო ცხოვრობს ჭაობში, ფეხშიშველი დაიარება და საჭმელს ტალახში ეძებს. სინამდვილეში სულ რამდენიმე მათგანი იცნობს კაია კლარკს, საოცრად ჭკვიან, ცნობისმოყვარე, ხელოვან გოგოს, რომელიც თავად ბუნებამ გამოზარდა. როდესაც ბარკლი ქოუვში მკვლელობა ხდება, ეჭვობენ, რომ ეს საზარელი დანაშაული კაიამ ჩაიდინა. დელია ოუენსის წიგნი „იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან“ ერთდროულად დეტექტივი, ბილდუნგსრომანი და დედამიწის ჰიმნია. ავტორი საოცარი პოეტურობით აღწერს ადამიანის უხილავ კავშირს ბუნებასთან და საზოგადოებასთან, პერსონაჟებს კი ისეთი დილემების წინაშე აყენებს, სადაც მხოლოდ სიყვარული საკმარისი არ არის.
დელია ოუენსი ამერიკელი ზოოლოგია ჯორჯიის შტატიდან. „იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან“ მისი სადებიუტო რომანია, რომელიც თითქმის სამოცდაათი წლისამ გამოაქვეყნა. 2018 წელს გამოსული წიგნი მაშინვე მოექცა საერთაშორისო ბესტსელერების სათავეში და თითქმის ორმოცდაათ ენაზეა თარგმნილი.
ნიკოლას სპარქსი - "ამ შესანიშნავ რომანს აქვს ყველაფერი - საიდუმლო, რომანტიკა და მომხიბლავი პერსონაჟები, ყველაფერი მოთხრობილია ისტორიაში, რომელიც ვითარდება ჩრდილოეთ კაროლინაში."
Vanity Fair - ''როგორც თინეიჯერობის ისტორია, ასევე მკვლელობის გამოძიების იდუმალი ამბავი, მოთხრობილია ახალგაზრდა გოგონას პერსპექტივიდან... კიას ისტორიის საშუალებით, ოუენსი იკვლევს, თუ როგორ მოქმედებს იზოლაცია ადამიანის ქცევაზე და რა ღრმა ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს უარყოფას ჩვენს ცხოვრობაზე."
რიზ ვიზერსპუნი - ''ვერც კი გამოვხატავ როგორ მიყვარს ეს წიგნი! არ მინდოდა ეს ამბავი დასრულებულიყო.''
Booklist - ''ლირიკული...მისი მიმზიდველობა გამომდინარეობს კიას ღრმა კავშირიდან იმ ადგილთან, სადაც სახლდება და მის ყველა არსებასთან“
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.