თბილისში მიწოდება 3 საათში
დამზადებულია ხიხვის ჯიშის ყურძნიდან, რომელიც მოყვანილია კახეთში, ახმეტაში, ქართული ტრადიციული მეთოდით. ფერმენტაცია და დავარგება ექვსი თვის განმავლობაში განხორციელდა ქვევრში სრულ ჭაჭაზე, ექვსი თვის შემდეგ ღვინის დავარგება გაგრძელდა მუხის კასრებში. ღვინო ქარვისფერია. აქვს ტროპიკული ხილის, მანგოს, ანანასის და მაგნოლიის არომატები, ღვინო კოპლექსური და დახვეწილია, ხასიათდება გამოხატული ჯიშური არომატებით და ხანგრძლივი დაბოლოვებით.
ღვინის კომპანია შპს საქართველოს სული (SG Winery) დაარსდა 2014 წელს, ქარხანა მდებარეობს თელავში, კახეთის რეგიონი, საქართველოს მეღვინეობის ცენტრში. კომპანიის მისიაა ქართული მეღვინეობის ტრადიციული მეთოდების შენარჩუნება და განვითარება, დასავლური გამოცდილებით გამდიდრება, საქართველოს, როგორც ვაზის ნულოვანი წერტილის პოპულარიზაცია და მისი ღირსშესანიშნავი ადგილის დაცვა მსოფლიო მეღვინეობაში.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.