თბილისში მიწოდება 3 საათში

რედაქტორი: ნინია სადღობელაშვილი
გამოცემის წელი: 2023
გვერდების რაოდენობა: 216
ISBN: 9789941866494
გამომცემლობა: შორენა შავერდაშვილის გამომცემლობა
სერია: "მუზა"
„ვიბრამები“ სქელლანჩიან, ალპინისტების ან სათხილამურო ფეხსაცმელს ჰქვია, რომელიც გასული საუკუნის 40-იან წლებში, იტალიელმა მთამსვლელმა და საქმოსანმა, ვიტოლე ბრამანმა სრულიად პრაქტიკული მიზნით შექმნა, თუმცა, მალევე მთელ მსოფლიოში თავისუფლებისა და ხარისხის სიმბოლოდ იქცა. მათ შორის, საბჭოთა კავშირშიც. ეს სიმბოლო-მეტაფორა კახაბერ მელითაურის კრებულის მხატვრული კონცეპტიცაა - მკაფიო ძალა/სულიერი ენერგია, რომელიც დიდი წინააღმდეგობების მიუხედავად, მაინც ამოიზიდა საბჭოთა წარსულში, მისივე ოპონენტად თუ ალტერნატივად; ძალა, რომელმაც სისტემის მიერ მონად ჩაფიქრებულ ადამიანში თავისუფლების ცეცხლი გააღვივა და მისი სულიერ-შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოუდგენელი სიხშირით გამოავლინა. მწერლისა და კინოდოკუმენტალისტის, კახაბერ მელითაურის მხატვრულ-დოკუმენტური მოთხრობები ჩვენი უახლესი წარსულის შთამბეჭდავი რეტროსპექტივაა. ეპოქალური/სისტემური ცვლილებების ქაოსში მოყოლილი ადამიანების/თაობების ბედი, მათი დაპირის-პირება თუ ყოველგვარ ბოროტებაზე აღმატებული ჰარმონია, საქართველოს ფიზიკურ-მეტაფიზიკური ლანდშაფტები, გადარჩენისა და გმირობისთვის ბრძოლის ბრწყინვალე მაგალითები - ამ ყველაფერზე დიდი გატაცებით, იუმორით, ზოგჯერ დიალექტის ზუსტი საკმაზით და რაც მთავარია, უსაზღვრო ადამიანური თანალმობით მოგვითხრობს ავტორი. „ვიბრამები“ ლიტერატურულ კონკურსში „მუზა 2023“ პროზაული კრებულის ნომინაციის გამარჯვებულია.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.