უფასო მიწოდება
ნაძვის ხე Mulberry, გაფორმების გარეშე
ნივთის ზომა: 215 x Ø94 სმ
მასალა: PVC, ნემსისებრი წიწვი
ფერი: მწვანე
სერია: Mulberry
დაბურვის სიხშირე: მაღალი
აწყობის ტიპი: ჩასამაგრებელი (ნუმერაციით)
Triump Tree, მწვანე ხელოვნური ნაძვის ხე Mulberry გაფორმების გარეშე. გამოირჩევა მაღალი ხარისხის კოსნტრუქციითა და სადა დიზაინით. ნაძვის ხის სიმაღლე 215 სმ-ა, ხოლო დიამეტრი - 94 სმ. დამზადებულია ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, ანტიალეგრიული PVC-ის მასალისა და ნემსისებრი წიწვებისგან. PVC-ის ხშირი და რბილი ტოტები ნაძვის ხეს კლასიკური ნაძვის იერსა და მოცულობას ანიჭებს. PVC-ის მაღალი ხარისხი და გამძლეობა ასევე უზრუნველყოფს პროდუქტის ხანგრძლივ გამოყენებას. ნაძვის ხე წარმოდგენილია ტოტების ჩასამაგრებელი (ნუმერაციით) კონსტრუქციით და აქვს მყარი სადგამი სტაბილური დგომისთვის. Triumph Tree-ის ნაძვის ხეები უკვე 25 წელზე მეტია ხელოვნური ხეების საერთაშორისო სტანდარტია. ამასთანავე, მარტივი მოსავლელია, ფორმას არ კარგავს და წლიდან წლამდე უცვლელად ინახავს თავიანთ პირვანდელ იერს. შექმენით სადღესასწაულო ატმოსფერო თქვენს სახლში Triumph Tree-ის ნაძვის ხით და მორთეთ საახალწლო დეკორაციებით.
მოცულობითი დიზაინი: დამზადებულია ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, მაღალი ხარისხის PVC მასალისგან. PVC წიწვებს მოცულობას, ასევე კლასიკური ხელოვნური ნაძვის იერსა და ფორმას ანიჭებს. წარმოდგენილია მწვანე ფერში, დათოვლილი გაფორმებით. ერგება როგორც თანამედროვე ინტერიერს, ისე ნებისმიერ სხვა დიზაინს და ქმნის სადღესასწაულო გარემოს.
მარტივი აწყობა/დაშლა: ნაძვის ხეს აქვს ტოტების ჩასამაგრებელი (ნუმერაციით) კონსტრუქცია. ასეთი ტიპის ტოტები აღნიშნულია ფერების მიხედვით და ღერძზე დატანილი აღნიშვნების შესაბამისად უნდა განთავსდეს.
გამძლე კონსტრუქცია: შექმნილია მრავალი სადღესასწაულო სეზონისთვის. აქვს მყარი და გამძლე მეტალის სადგამი სტაბილური დგომისთვის.
არააალებადი და ანტიალერგიული: კონსტრუქციაში გამოყენებული მასალები აკმაყოფილებს სახანძრო უსაფრთხოების ევროპულ საკანონმდებლო წესებს და არ არის აალებადი. ასევე, მისი არაალერგიული თვისებები ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო არჩევნად აქცევს და შესაძლებელია ნებისმიერ შიდა სივრცეში განთავსება.
ნაძვის ხე საჭიროებს აწყობას და ჩასამაგრებელია (ნუმერაციით) ფერების მიხედვით. აქვს მეტალის მყარი სადგამი, სტაბილური დგომისთვის. ნაძვის ხის აწყობა დაიწყეთ ქვემოდან ზევით. თავდაპირველად, გაშალეთ სადგამი და სამი ჭანჭიკის საშუალებით მყარად დაამაგრეთ ნაძვის ხის მთავარი ღერძი. შემდეგ, დაახარისხეთ ტოტები აღნიშვნების შესაბამისად. იმისთვის, რომ ნაძვის ხე მოცულობითი და წიწვოვანი გახდეს, თითოეული ტოტის წიწვი მაქსიმალურად გაშალეთ. დაიწყეთ ღერძზე დატანილი აღნიშვნების მიხედვით, შესაბამისი ფერის ტოტების ქვემოდან ზემოთ ჩამაგრება. ამ გზით ზუსტად გეცოდინებათ თუ სად განათავსოთ თითოეული ტოტი ღერძზე. ბოლოს კი, ნაძვის ხის ზედა ნაწილზე ჯერ გაშალეთ ტოტები და წიწვები, შემდეგ დაამაგრეთ ღერძზე.
Triumph Tree - ევროპაში წამყვანი ბრენდია, რომელიც 1989 წელს შეიქმნა. კომპანია აწარმოებს ხელოვნურ ნაძვის ხეებს, რომლებიც უკვე წლებია ხელოვნური ხეების საერთაშორისო სტანდარტია. ბრენდი ძირითადად ოპერირებს ევროპის ქვეყნებში, ასევე ჩრდილოეთ ამერიკასა და ავსტრალიაში. კომპანია ფოკუსირებულია მაღალი ხარისხის და გამძლე პროდუქციის წარმოებაზე, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი დიზაინით.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.