უფასო მიწოდება
The Ordinary AHA 30% + BHA 2% სახის პილინგი ანტიბაქტერიალური და ანთების საწინააღმდეგო პილინგი, ხელს უშლის გამონაყარის წარმოქმნას. ამცირებს აკნეს შემდგომ ნაწიბურებს და წვრილ ნაოჭებს. აუმჯობესებს სახის ფერს და ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს. აძლიერებს ეპიდერმისის ლიპიდურ ბარიერს და ანიჭებს მას ელასტიურობას. ფორმულაში შემავალი ალფა-ჰიდროქსი მჟავა (AHA), გლიკოლის მჟავა და ბეტა-ჰიდროქსი მჟავა (BHA) ეფექტურად ასუფთავებს ეპიდერმისს და აშორებს მას მკვდარ უჯრედებს. სალიცილის მჟავა ღრმად წმენდს ფორებს. ტასმანიის წიწაკა ხელს უშლის კანის გაღიზიანებას. ჰიალურონი ატენიანებს და უნარჩუნებს კანს ჰიდრატაციის დონეს.
The Ordinary Hyaluronic Acid 2% + B5 სახის შრატი ჰიალურონის მჟავის კომპლექსი ვიტამინ B5-თან ერთად უზრუნველყოფს კანის ხანგრძლივ ჰიდრატაციას. განახლებული ფორმულა, რომელიც შეიცავს კერამიდებს.
კომპლექსში შემავალი :
ჰიალურონის მჟავა: ანიჭებს კანს სიგლუვეს, ელასტიურობასა და ჯანსაღ იერს. შეიცავს დაბალ, საშუალო და მაღალ მოლეკულურ ჰიალურონის მჟავას. სხვადასხვა ზომის მოლეკულები, მათ შორის ახალი თაობის ჰიალურონის მჟავას პოლიმერი 2% კონცენტრაციით, რომელიც ორჯერ უფრო ეფექტურად მუშაობს, ვიდრე ჩვეულებრივი ჰიალურონის მჟავა , ავსებენ ტენიანობას კანის ყველა ფენაში და უზრუნველყოფენ ხანგრძლივ დატენიანებას.
ვიტამინი B5 -ანიჭებს კანს ელასტიურობას. ამშვიდებს, ხსნის გაღიზიანებას და ანთებას. ხელს უწყობს ზედაპირის რეგენერაციას და შეხორცებას. გამორიცხავს აქერცვლას, ზრდის კოლაგენის ბოჭკოების სიმტკიცეს და უზრუნველყოფს უფრო ძლიერი ქსოვილების ზრდას.
გააჩნია pH 6.5-დან 7.5-მდე.
The Ordinary AHA 30% + BHA 2% სახის პილინგი დასწყისისთვის გამოიყენეთ კვირაში ერთხელ.სუფთა, მშრალ კანზე დაიტანეთ ორი წვეთი, გაიჩერეთ თავიდან 2 წუთის განმავლობაში, შემდეგი გამოყენების დროს გაზარდეთ 2-2 წუთით ეტაპობრივად, არაუმეტეს 10 წუთისა. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. (თვალთან კონტაქტს მოარიდეთ). გამოიყენეთ კვირაში ერთხელ. პილინგის შემდეგ მოერიდეთ მზის სხივების ზემოქმედებას, სახის სკრაბებისა და სხვა ამქერცლავი საშუალებების გამოყენებას.
გაფრთხილება: ფორმულა შეიცავს უაღრესად კონცენტრირებულ მჟავებს. რეკომენდირებულია მათთვის, ვისაც არ აქვს მგრძნობიარე კანი.
The Ordinary Hyaluronic Acid 2% + B5 სახის შრატი შრატი გამოიყენება, დილა-საღამოს. რამდენიმე წვეთი დაიტანეთ მთელ სახეზე და გადაინაწილეთ სრულ შეწოვამდე.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.