კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
Terranova სელენიუმის კომპლექსი 200მკგ, 50 კაფსულაTerranova სელენიუმის კომპლექსი 200მკგ, 50 კაფსულა
Terranova სელენიუმის კომპლექსი 200მკგ, 50 კაფსულა

თბილისში მიწოდება 3 საათში

49.5055.00-10%
Terranova სელენიუმის კომპლექსი 200მკგ, 50 კაფსულა  terranova seleniumis kompleqsi 200mkg, 50 kafsula - ვარიაცია 1 Terranova სელენიუმის კომპლექსი 200მკგ, 50 კაფსულა  terranova seleniumis kompleqsi 200mkg, 50 kafsula - ვარიაცია 1

Terranova სელენიუმის კომპლექსი 200მკგ, 50 კაფსულა

ID: 5060203791216

Terranova

 

Terranova სელენიუმის კომპლექსი 200მკგ

 

აუმჯობესებს იმუნურ & უჯრედულ ფუნქციებს

 

აუმჯობესებს ზრდისა & ფერტილობის უნარებს

 

 ახასიათებს ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიკანცეროგენული, ანტიმუტაგენური & ციტოპროტექტორული მოქმედება

 

უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას & ანელებს დაბერების პროცესს

 

50 კაფსულა

 

ვეგანური

არ შეიცავს კონსერვანტებს

არ შეიცავს გლუტენს

49.5055.00-10%

თბილისში მიწოდება 3 საათში
ID: 5060203791216

Terranova სელენიუმის კომპლექსი 200მკგ

სელენიუმის კომპლექსი წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ვეგანური ინგრედიენტებისგან შექმნილ, მძლავრ ანტიოქსიდანტურ საშუალებას, რომელსაც ახასიათებს ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიკანცეროგენული, ანტიმუტაგენური და ციტოპროტექტორული მოქმედება. უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და ანელებს დაბერების პროცესს.
თითოეული ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს სელენიუმს, ალფა ლიპოის მჟავას, არაბინოგალაქტანსა და Magnifood-ს, ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობას და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისთვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, ისე რომ გაზარდოს აქტიური ინგრედიენტის ბიოშეღწევადობა და ეფექტურობა. სელენი ადამიანის ორგანიზმის სასიცოცხლოდ აუცილებელი მინერალია, რომელიც ორგანიზმში გვხვდება ამინომჟავების – სელენოცისტეინის და სელენომეთიონინის სახით. წარმოადგენს მრავალი ცილისა და ფერმენტის მნიშვნელოვან კომპონენტს. გავლენას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებაზე, ხელს უწყობს იმუნური პასუხის გაძლიერებას, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციას, ზრდისა და ფერტილობის უნარებს. ამცირებს ორგანიზმზე არასასურველი ეკოლოგიური ფაქტორების ნეგატიურ ზეგავლენას, რის შედეგადაც ამცირებს პროფესიული დაავადებების განვითარების რისკს.ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატს.

შემადგენლობა

ვეგეტარიანული კაფსულა: სელენიუმი (სელენომეთიონინი) - 200მკგ, ალფა ლიპოის მჟავა - 10მგ, არაბინოგალაქტანი (ლარიქსის ხე) – 8,25მგ, Magnifood - ის კომპლექსი - 675მგ, ბრინჯის ქატო (Oryza sativa) - 400მგ, სპირულინა (Spirulina platensis) - 125მგ, ქაცვი (Hippophae rhamnoides) - 75მგ, ასაისა კენკრა (Euterpe oleracea) - 75მგ

დამხმარე ნივთიერებები - ვეგეტარიანული კაფსულის გარსი: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა,წყალი

მიღება და დოზირება

ზრდასრულებში მიიღება 1 კაფსულა, დღეში ერთხელ, საკვებთან ერთად. Terranova საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს. თუმცა, შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც ბალანსირებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი. საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

უსაფრთხოება და შენახვის პირობები

ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ვარგისია დამზადებიდან 3 წელი. დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.

დამატებითი მახასიათებლები

სპეციფიკაცია

  • ბრენდიTerranova


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით.  ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.

 

app-store.pngplay-store.png

Copyright © 2025 Veli.store, ყველა უფლება დაცულია.