თბილისში მიწოდება 3 საათში
•ჭაჭა.
•ტექნოლოგია: დუღილი უჟანგავი ფოლადის ცისტერნაში.
•ყურძნის ჯიში: რქაწითელი, კახური მწვანე.
•ალკოჰოლის შემცველობა: 42%.
•ქვეყანა: საქართველო.
•რეგიონი: კახეთი.
•არომატი: ყვავილოვანი, ბალახი.
•გემო: ხალასი, სუფთა, ხავერდოვანი.
•ბოთლის ტიპი: შუშა.
•ფერი: გამჭვირვალე.
•მოცულობა: 500 მლ.
სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში, ოპტიმალური სიმწიფის პერიოდში, ყურძენი ხელით იკრიფება. ფრთხილად გამომარცვლული ყურძენი უჟანგავ ფოლადის ცისტერნებში კანზე დუღს კონტროლირებად ტემპერატურაზე (მაქს. 22°C). დადუღების შემდეგ მთელი დურდო გამოიხდება ორმაგ ორთქლზე. შედეგად მიღებული ჭაჭა ინახება უჟანგავი ფოლადის ცისტერნებში ჩამოსხმამდე და ვიღებთ თელავის ღვინის მარნის ყურძნის ჭაჭას, რომელიც გამოირჩევა თეთრი ყვავილებისა და ბალახების ინტენსიური არომატით, გემო კი ხალასი და სუფთაა, ხავერდოვანი და ხანგრძლივი დაბოლოვებით.
კავკასიონისა და ცივ-გომბორის მთაგრეხილებს შორის, ალაზნის ზღაპრულ ველზე, მდებარეობს მეღვინეობის უძველესი რეგიონი – კახეთი, საკუთარი ენოლოგიური ტრადიციებით, ისტორიით, საქართველოში ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი მევენახეობის კონტროლირებადი ზონებითა და მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებისათვის იდეალური პირობებით. ალაზნის ველის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს კახეთში სიდიდითა და მნიშვნელობით პირველი ქალაქი – თელავი. 1915 წელს სწორედ ამ ქალაქის მახლობლად, ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაარსდა თელავის ღვინის მარანი. საუკუნეზე მეტია, რაც ჩვენს მარანში ისტორია და ინოვაცია ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. ვინარჩუნებთ რა კახეთის მეღვინეობის ტრადიციებისადმი ერთგულებას, ფეხს ვუწყობთ თანამედროვეობას და ჩვენს ისტორიულ გამოცდილებასთან მეღვინეობის უახლესი მეთოდების ადაპტაციით ვქმნით ღვინოებს, რომლებიც სიამოვნებას ანიჭებს ყველაზე დახვეწილი გემოვნების მქონე მომხმარებელს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. თელავის ღვინის მარანის ღვინოებში განსხეულებულია ქართული მეღვინეობა-მევენახეობის ინდივიდუალობა, მრავალსახეობა და ჩვენი მისწრაფება - საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ ადგილობრივი ყურძნის ჯიშების მრავლფეროვნების, კლიმატური პირობებისა და ნიადაგების გამორჩეული თანაფარდობა.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.