უფასო მიწოდება
•განსაკუთრებული მარაგი.
•წითელი მშრალი ღვინო.
•ყურძნის ჯიში: საფერავი.
•ტექნოლოგია: მუხის კასრი.
•ალკოჰოლის შემცველობა: 12.5%
•ქვეყანა: საქართველო.
•რეგიონი: კახეთი.
•არომატი: ალუბალი, სანელებლები, ვანილი.
•გემო: ხავერდოვანი, სავსე.
•ფერი: წითელი.
•მოცულობა: 5 ლ.
Tbilvino Mukuzani Special Reserve წითელი მშრალი ღვინო დაყენებულია მუხის კასრებში, 100%-ით ქართული ჯიშის ყურძნისგან - საფერავისგან. ამ ღვინოში შესანიშნავადაა გამოხატული ალუბლის, ვანილისა და შავი შოკოლადის, ასევე ტკბილი სუნელების ტონები, რასაც თან ერთვის ხანგრძლივი და სრულფასოვანი გემო ხავერდოვანი ტანინების სტრუქტურით, რომელიც უზრუნველყოფს წლების განმავლობაში ბოთლში შემდგომ განვითარებას და გაუმჯობესებას. დასაშვებია გამონალექი, ამ ღვინის მინიმალური ფილტრაციის გამო. ღვინო ძველდება 15 თვის განმავლობაში.
თბილღვინო ქართული ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციასაც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იცნობენ, აფასებენ და ენდობიან. გამოცდილი მეღვინეები, ადგილობრივი ყურძნის ჯიშების ნაირსახეობა და ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდების ახალ ტექნოლოგიებთან შერწყმა არის ის, რაც კომპანიას შესაძლებლობას აძლევს, ღვინის მოყვარულებს ხარისხიანი პროდუქტი და მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზოს. თბილღვინოს ისტორია ათეულობით წელს ითვლის და ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან იწყება. 1962 წელს საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელმაც მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი ბაზარზე და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. დღეისთვის, კომპანიის სახელზე ორი უდიდესი ღვინის საწარმოა, რაც მას შესაძლებლობას აძლევს, წლიურად 7.5 მილიონი ბოთლი ღვინო აწარმოოს. ამის გარდა, თბილღვინო 226 ჰექატარზე გაშენებულ საკუთარ ვენახებს ფლობს მუკუზნისა და ქინძმარაულის მიკროზონებში, რომლებიც წვეთოვანი სარწყავი სისტემითაა აღჭურვილი. მათი გაშენების პროცესი, იტალიელი მევენახეების კონსულტაციებით, 2013 წელს დაიწყო, 2017-ში კი კომპანიამ შეძლო პირველი მოსავალი აეღო.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.