უფასო მიწოდება
გამოცემის წელი: 2024
გვერდების რაოდენობა: 402
ISBN: 9789941375071
გამომცემლობა: სულაკაურის გამომცემლობა
„ტანჟერული სიზმარი“ საკუთარი ადგილისა და საზრისის მაძიებელ ორ ახალგაზრდაზეა, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აფრიკის ჩრდილოეთს მიაშურებენ და ბედის, შემთხვევითობისა თუ შემოქმედის ნებით, მათი გზები გადაიკვეთება. მათ შორის გაჩენილი გრძნობა აგვისტოს ცხელ დღეებში გადაითარგმნება დაუღალავ სექსში, მუსიკის უწყვეტ მოსმენასა და ერთმანეთთან გულწრფელ და ზოგჯერ სულელურ დიალოგებშიც.მათ ადევნებული მწერალი ცდილობს ამბავი სასიყვარულო ისტორიად აქციოს. თუმცა შეიძლება კი დაერქვას ამ ამბავს სასიყვარულო? ეს თავად მკითხველზეა დამოკიდებული.
მიხეილ ციხელაშვილი (1992) ქართველი მწერალი, მთარგმნელი და კომიქსების რედაქტორია, განათლებით ხელოვნებათმცოდნე და კულტურის მენეჯერი. გატაცებულია სხვადასხვა სახელოვნებო მიმართულებით, რაც მის ლიტერატურაშიც ვლინდება. მუსიკალური ჩანართები და ალუზიები ხელოვნების სხვადასხვა ნაწარმოებთან ხშირად გვხვდება ავტორის ტექსტებში. მისი სადებიუტო რომანი „მიბრუნება“2019 წელს გამოიცა, რომელსაც 2021 წელს მეორე წიგნი – „შრომა, გურია“, 2023 წელს კი კომიქსი „უჩინარი“ მოჰყვა. „ტანჟერული სიზმარი“ ავტორის მეოთხე წიგნია. ის 2020-2024 წლებში იწერებოდა და მეტაფიქციურ რომანს წარმოადგენს. მიხეილ ციხელაშვილი ამჟამად პორტუგალიაში, ქალაქ პორტუში ცხოვრობს.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.