უფასო მიწოდება
Super Petit გთავაზობთ მარკერის ნაკრებს, რომელიც გამოირჩევა 5 საუცხოო ფერის მრავალფეროვნებით
Super Petit გთავაზობთ მარკერის ნაკრებს, რომელიც გამოირჩევა 10 საუცხოო ფერის მრავალფეროვნებით. პროდუქტი განკუთვნილია გაუთავებელი წერისთვის, ხატვისა და გაფერადებისთვის. მელანი ძალიან სწრაფად შრება და ადვილად იშლება სილიკონის ზედაპირიდან. პროდუქტი გამოირჩევა პატარა ზომის ერგონომიული დიზაინით, რათა კომფორტულად გამოიყენონ თქვენმა ბავშვებმა.
Super Petit არის ფრანგული ბრენდი, რომლის შექმნის იდეა იყო, რომ ყველა ბავშვს შინაგანი სუპერგმირი აღმოეჩინა. ბრენდი ბავშვების შემეცნებისა და განვითარებისთვის ინოვაციურ და მდგრად პროდუქტებს აწარმოებს. საკუთარი ოჯახებით შთაგონებულ დებს ლიონიდან - მოდსა და დაიანს, სურდათ ბავშვების ფანტაზიის სტიმულირება და მათთვის ოცნებების ახდენის შესაძლებლობა მიეცათ. მათი ინოვაციური კონცეფცია, არატოქსიკური სილიკონის გასაფერადებლები აერთიანებს უჩვეულო დიზაინს პრაქტიკულ გამოყენებასთან. პირველად 2015 წელს გამოშვებულმა Super Petit-ის სილიკონის გასაფერადებლებმა მოიპოვეს სწრაფი წარმატება და დებმა განაგრძეს პროდუქციის ხაზის ზრდა 4 დიზაინის კოლექციით და სათამაშო აქსესუარების მუდმივი შემუშავებით. მოდი ჰონგ კონგიდან მართავს პროდუქტის და ბრენდის დიზაინს, ხოლო დაიანი - გლობალურ დისტრიბუციას და ლოჯისტიკას საფრანგეთიდან.