უფასო მიწოდება
Super, ,,სუპერის” ფინჯანი ლამბაქით მოუხდება როგორც სადღესასწაულო, ისე ყოველდღიურ სუფრებს. დამზადებულია მაღალი ხარისხის ფაიფურისგან, რომელიც არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს. ხასიათდება სადა, დახვეწილი და ელეგანტური ვიზუალით. კრემისფერ ფონზე წარმოდგენილია ნაცრისფერი მცენარეების და ჩიტების გამოსახულებები. რეკომენდირებულია ხელით რეცხვისთვის.
კომპანია „სუპერის“ისტორია 2005 წელს თბილისში გახსნილი პირველი მაღაზიით იწყება. დღეს კი ქსელში უკვე 100-ზე მეტი ბრენდი და 20 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტია წარმოდგენილი. მათ შორისაა მრავალი ევროპული ბრენდი, რომელიც ექსკლუზიურად „სუპერმა“ შემოიყვანა საქართველოში: Luminarc, Bormioli, Pyrex, Brabantia, RCR, Zwilling, Amefa, Samsonite, TVS, Zwiesel, Kitchen Aid, Leifheit. „სუპერის“ მაღაზიებს შეხვდებით თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში და გორში, პროდუქციის რეალიზაცია კი საქართველოს მასშტაბით, ხუთ სავაჭრო ქსელში ხორციელდება. საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობის დიდი ისტორიის გარდა, „სუპერს“ საკუთარი წარმოების მრავალწლიანი გამოცდილებაც აქვს. 2007 წლიდან „სუპერმა“ დაიწყო კერამიკის წარმოება, რასაც ეტაპობრივად დაემატა ტექსტილი, ფაიფური, დეკორატიული აქსესუარები, სანათები, ჭურჭელი, სააღდგომო და საახალწლო დეკორაციები, სააბაზანო ნივთები და მინის ნაკეთობები. პროდუქცია იწარმოება ხარისხის კონტროლისა და საერთაშორისო სტანდარტების მკაცრი დაცვით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში: იტალია, თურქეთი, ინდოეთი, ბელგია, ჩინეთი, ტაივანი, ინდონეზია. მაღალი ხარისხი, ექსკლუზიური დიზაინი, გამორჩეული სტილი და 100%-ით ჯანსაღი პროდუქცია, „სუპერის“ საფირმო ნიშანია.