ძებნის ისტორია ცარიელია
უფასო მიწოდება
Super
ფინჯანი ლამბაქით
მოცულობა: 300 მლ
კოლექცია: Nostalgia
რეკომენდებულია ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხვა
კოლექცია Nostalgia-ს ჭურჭელი დაამშვენებს და განსაკუთრებულ იერს შესძენს თქვენს სადღესასწაულო და ყოველდღიურ სუფრებს. დიზაინის თეთრი ფერი ლურჯი დეტალით მას გამორჩეულად სადასა და დახვეწილს ხდის. ჭურჭელი დამზადებულია მაღალი ხარისხის ფაიფურისგან, არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს. ადვილად ირეცხება როგორც ხელით, ასევე ჭურჭლის სარეცხი მანქანის მეშვეობით. გამოიყენება მიკროლტალღურ ღუმელში.
კომპანია „სუპერი“ 2005 წელს თბილისში შეიქმნა და დღესდღეობით თბილისის გარდა ბათუმის, ქუთაისის, რუსთავისა და გორის მაღაზიებშია წარმოდგენილი. გარდა ამისა, "სუპერის" პროდუქცია საქართველოს მასშტაბით ხუთ სავაჭრო ქსელში რეალიზდება. დროთა განმავლობაში კომპანიის ქსელში 100-ზე მეტმა ბრენდმა და 20 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტმა მოიყარა თავი, რომელთა შორისაა ექსკლუზიურად "სუპერის" მიერ საქართველოში შემოტანილი ისეთი ბრენდები, როგორებიცაა: Luminarc, Bormioli, Pyrex, Brabantia, RCR, Zwilling, Amefa, Samsonite, TVS, Zwiesel, Kitchen Aid, Leifheit. აღსანიშნავია, რომ გარდა ევროპულ ბრენდებზე მუშაობისა, „სუპერს“ საკუთარი წარმოების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2007 წლიდან კომპანიამ დაიწყო კერამიკის წარმოება, რასაც ეტაპობრივად დაემატა ტექსტილი, ფაიფური, დეკორატიული აქსესუარები, სანათები, ჭურჭელი, სააღდგომო და საახალწლო დეკორაციები, სააბაზანო ნივთები და მინის ნაკეთობები. „სუპერის“ საფირმო ნიშანია გამორჩეული სტილი და დიზაინი, მაღალი ხარისხი და 100%-ით ჯანსაღი პროდუქცია. კომპანია პროდუქციას ხარისხის კონტროლისა და საერთაშორისო სტანდარტების მკაცრი დაცვით მსოფლიოს ისეთ ქვეყნებში აწარმოებს, როგორებიცაა იტალია, თურქეთი, ინდოეთი, ბელგია, ჩინეთი, ტაივანი, ინდონეზია.