უფასო მიწოდება
პორტატული სანათის დიზაინი შემოიტანს მყუდროებას თქვენი სახლის გარე სივრცეში, მისაღებსა თუ საძინებელ ოთახში. აქვს სასიამოვნო თბილი განათება, რომელიც არ ღლის თვალს, შესაბამისად შეძლებთ, კომფორტულად წაიკითხოთ წიგნი, დაწეროთ ან უბრალოდ განიტვირთოთ საღამოს საათებში. LED ნათურა შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც შენობაში, ასევე გარეთ (როგორც მშრალ ამინდში,დაბალი, ისე მაღალი ტემპერატურის პირობებში). სახელურით შესაძლებელია ყველგან ადვილად ატაროთ. აქვს სამი განსხვავებული რეჟიმის განათება, თქვენი საჭიროებისა და განწყობის მიხედვით. იმუხტება USB კაბელის საშუალებით, დატენვის დრო 10-12 საათია, ჩართული რეჟიმით 100% სკაშკაშით, დაახლოებით 8 საათის განმავლობაში მუშაობს, ხოლო 70%-იანი, 30 საათი, 40%-იანი სიკაშკაშის შემთხვევაში კი 60-ზე მეტი საათის განმავლობაში.
• პორტატული დიზაინი: დიზაინის საშუალებით მარტივად გადაადგილდება და იდეალურია როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეებისთვის.
• LED განათება: ენერგოეფექტური და ეკო-მეგობრული
• რეგულირებადი განათების დონე: შესაძლებლობაა აირჩიოთ სინათლის ინტენსივობა სხვადასხვა გარემოსთვის.
• თანამედროვე და მინიმალისტური დიზაინი: მინიმალისტური დიზაინი სხვადასხვა ინტერიერში მარტივად თავსებადია.
• დატენვა: იტენება USB კაბელით (კომპლექტშია 100 სმ სიგრძის კაბელი; კედლის ადაპტერი არ შედის). კაბელით სწრაფად და კომფორტულად იტენება.
• გამძლე მასალა: ხარისხიანი მასალების წყალობით გამძლეა და ხანგრძლივი გამოყენების გარანტიაა
• კლასიკური გემის ნათურის თანამედროვე ინტერპრეტაცია, რომელიც უზრუნველყოფს სასიამოვნო განათებას და იდეალურია ტერასაზე ან აივანზე განათებისთვის
• შესაფერისია როგორც შიდა, ასევე გარე გამოყენებისთვის (მშრალ ამინდში და ნულოვან ტემპერატურაზე მაღლა), ხოლო ზედა მხარეს არსებული სახელური ამარტივებს მის გადაადგილებას
• ნათურას აქვს სამი სხვადასხვა განათების დონე (100%, 70% და 40%), რომლებიც რეგულირდება ბაზაზე არსებული ღილაკით, რათა შექმნათ სასურველი ატმოსფერო.
• დატენვის დრო შეადგენს დაახლოებით 10-12 საათს (ბატარეის სრული დატენვა 0-100%).
• დატენვის ხანგრძლივობა: 100% სიკაშკაშეზე დაახლოებით 8 საათი, 70% სიკაშკაშეზე 30+ საათი, 40% სიკაშკაშეზე - 60+ საათი.
Stelton არის ინოვაციური დანიური დიზაინ ბრენდი, დაარსებული 1960 წელს. ბრენდის მთავარი მიზანია შექმნას ფუნქციური, ყოველთვის აქტუალური დიზაინ ობიექტები, რომელიც გაალამაზებს ყოველდღიურ ცხოვრებას. ბრენდს აქვს დიზაინი რომელიც არის მდგრადი და ესთეტიკური, ვინაიდან უძლებს დროს და შესაძლებელია გადაეცეს თაობებს.
ერიკ მაგნუსენის შექმნილი EM77 თერმო დოქი, არის Stelton-ის ყველაზე პოპულარული პროდუქტია. ბრენდის გამძლე, ფუნქციური პროდუქტები წარმოდგენილია სახლებსა და ოფისებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.