უფასო მიწოდება
ისიამოვნეთ სუფთა, ბუნებრივი და მკაფიო ჟღერადობით მთელი დღის განმავლობაში Sony WH-XB910N უსადენო ყურსასმენით. Sony WH-XB910N უსადენო ყურსასმენის მეშვეობით შეგიძლიათ დატკბეთ თქვენი საყვარელი პოდკასტებით, აკონტროლოთ ფლეილისტები და ხმა პირდაპირ თქვენი ყურსასმენებიდან - მოწყობილობას ხმისა და ზარების სენსორული რეგულირების შესაძლებლობა აქვს. ყურსასმენი Bluetooth 5.2 შეუფერხებელი კავშირის ტექნოლოგიით სწრაფად უკავშირდება თქვენს სმარტფონსა და სხვა სასურველ მოწყობილობებს.
ხმაურის ჩახშობის ორმაგი ტექნოლოგია უზრუნველყოფს უფრო ინტენსიურ ჟღერადობას - ახლა თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ არ მისცეთ თქვენს გარშემო არსებულ ხმაურს ხელის შეშლის შესაძლებლობა და ისიამოვნოთ თქვენი საკუთარი ფლეილისტითა თუ პოდკასტით. Sony WH-XB910N უსადენო ყურსასმენს აქვს გაძლიერებული ბასი თქვენი აუდიოგამოცდილების გასაუმჯობესებლად - EXTRA BASS წყალობით, მოწყობილობა უზრუნველყოფს უფრო ღრმა, მძლავრ და მოცულობით აუდიოს.
Sony WH-XB910N უსადენო ყურსასმენი აღჭურვილია მრავალჯერადი დატენვის ბატარეით, რომელიც უზრუნველყოფს 30 საათამდე უწყვეტ მუშაობას, ერთი სრული, 3.5 საათიანი დატენვით. სწრაფი დატენვის ტექნოლოგიის წყალობით, 10 წუთიანი დატენვა მოწყობილობის დამატებით 4.5 საათის განმავლობაში გამოყენების შესაძლებლობას მოგცემთ.
ხმოვანი ასისტენტი თქვენს სამსახურშია - შეამოწმეთ ამინდი, მიიღეთ უახლესი ამბები მხოლოდ ხმოვანი კონტროლით. თქვენ მიიღებთ მომენტალურ წვდომას Google Assistant და Amazon Alexa ხმოვან ასისტენტებთან.
კეცვადი დიზაინის წყალობით, Sony WH-XB910N ყურსასმენები სრულად პორტატული და კომპაქტურია. იდეალურია მოგზაურობაში წასაღებად, დიდ ადგილს არ იკავებს და მსუბუქია. ამასთან, გადაადგილებისას მეტი კომფორტულობისთვის მოყვება ქეისი.