თბილისში მიწოდება 3 საათში
Solgar თუთია 30, 100 კაფსულა
აძლიერებს იმუნიტეტს
აუმჯობესებს მხედველობას, ხელს უწყობს თვალისთვის აუცილებელი ვიტამინების ათვისებას
მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის
100 კაფსულა
ვეგანური
თუთია ორგანიზმის ზრდა-განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტია. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედთა დაყოფის, შენების, აღდგენისა და დაცვის პროცესში. თუთია უძლიერესი ანტიოქსიდანტია. იგი 300-მდე ფერმენტის კოფაქტორს წარმოადგენს. თუთიის სინთეზი ორგანიზმში არ ხორციელდება, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი საკვები დანამატების სახით მიღება. მონაწილეობს იმუნური სისტემის ფორმირებასა და ფუნქციონირებაში. იგი აუცილებელია ინფექციური დაავადებების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის განვითარებისა და შენარჩუნებისათვის. თუთია ასევე ხელს უწყობს ელექტროლიტებისა და წყლის რეაბსორბციას, ამგვარად იცავს ორგანიზმს დიარეის განვითარებისაგან. თუთიის დეფიციტი იწვევს ფიზიკური და გონებრივი შრომისუნარიანობის, მეხსიერების დაქვეითებას, ასთენიას და დეპრესიულ მდგომარეობას. ინიშნება შემდეგი ჩვენებისას: დერმატოლოგია - თმის ცვენა (დიფუზური ან კეროვანი ალოპეცია), ატოპიური დერმატიტი, ეკროდერმატიტი, ფსორიაზი, გამონაყარი კანზე, აკნე, ჰერპესი, ფრჩხილების დისტროფია, ლეიკონიქია. გინეკოლოგია, ანდროლოგია-უროლოგია - ქალსა და მამაკაცებში ფერტილობის დარღვევა, სპერმატოგენეზის შეფერხება. ოფთალმოლოგია - მხედველობის დაქვეითება, რეტინოპათია, ქათმის სიბრმავე. ენდოკრინოლოგია: შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 და ტიპი 2, ინსულინრეზისტენტობა, ჭრილობის შეხორცების დაჩქარება, ზრდაში ჩამორჩენა ბავშვებში, ოსტეოპოროზი. გასტროენტეროლოგია - მალაბსორბციის სინდრომი, მწვავე და გახანგრძლივებული დიარეა, ელექტროლიტების გაძლიერებული დანაკარგი, უილსონის დაავადება. იმუნოლოგია - იმუნოდეფიციტური მდგომარეობები, მორეციდივე ვირუსული ინფექციები, ხშირი ავადობა ინფექციური და ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებით. რევმატოიდული და ფსორიაზული ართრიტი სტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობა აქტიური სპორტული და ფიზიკური დატვირთვა.
1 კაფსულა დღეში, ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. სასურველია საკვებთან ერთად.
თუთია - 30 მგ.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.