კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
Solgar Sleep & Stress Support, 30 CapsulesSolgar Sleep & Stress Support, 30 Capsules
Solgar Sleep & Stress Support, 30 Capsules

უფასო მიწოდება

63.10
Solgar Sleep & Stress Support, 30 Capsules   - ვარიაცია 1 Solgar Sleep & Stress Support, 30 Capsules   - ვარიაცია 1
Solgar Sleep & Stress Support, 30 Capsules   - ვარიაცია 2 Solgar Sleep & Stress Support, 30 Capsules   - ვარიაცია 2

Solgar Sleep & Stress Support, 30 Capsules

ID: 033984303195

Solgar

 

Solgar Sleep & Stress Support, 30 Capsules

 

აუმჯობესებს ტვინის ქსოვილებში მეტაბოლიზმს

 

არეგულირებს ძილის ციკლს

 

აუმჯობესებს გონებრივ & ფიზიკურ მდგომარეობას

 

30 კაფსულა

 

ვეგანური

არ შეიცავს მელატონინს

63.10

უფასო მიწოდება3 სთ-ში

Solgar Sleep & Stress Support, 30 Capsules

B6 ვიტამინი აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. იგი აუმჯობესებს ტვინის ქსოვილებში მეტაბოლიზმს, რამდენადაც წარმოადგენს ამინომჟავების ცვლის, ნერვული სისტემის მრავალი მედიატორის, მათ შორის სეროტონინის სინთეზის კატალიზატორს.
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი ასევე მონაწილეობს ნახშირწყლებისა და ლიპიდების მეტაბოლიზმში, ჰემოგლობინის სინთეზში. იგი ასევე ხელს უწყობს მაგნიუმის შეწოვას (20-40%-ით ზრდის მის აბსორბციას).   

კატაბალახას ექსტრაქტს ახასიათებს გამოხატული სედატიური, ტრანქვილიზური, სპაზმოლიზური, ანტიჰიპერტენზიული, ანტიარითმიული, ვეგეტომასტიმულირებელი და მსუბუქი ნაღვლმდენი მოქმედება. იგი აუმჯობესებს კორონარულ მიმოქცევას.

L-თიანინი ამინომჟავაა, რომლის მოპოვებაც ხორციელდება მწვანე ჩაის ფოთლებიდან და გარკვეული სახეობის სოკოებდან. იგი ადვილად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და ორგანიზმში ზრდის ორი უმნიშვნელოვანესი ტრანსმიტერის, დოფამინისა და  გამა-ამინო-ბუტირის მჟავას დონეს.  L-თიანინის მოქმედებით თავის ტვინში იზრდება ალფა ტალღების აქტივობა და შესაბამისად ორგანიზმი გადადის მოსვენებულ მდგომარეობაში. ეს ამინომჟავა უზრუნველყოფს მენტალური ფუნქციის გაუმჯობესებას, აჩქარებს რეაქციას, აუმჯობესებს მეხსიერებასა და ტვინის კრეატიულ-შემოქმედებით უნარებს. ამავდროულად, იგი ამცირებს შფოთვას, უზრუნველყოფს სტრესის მოხსნას, რელაქსაციას, ამცირებს ჩაძინების პერიოდს და აუმჯობესებს ძილის ხარისხს. L-თიანინი აღადგენს სიფხიზლის ციკლსაც, უზრუნველყოფს დილით სწრაფად და ენერგიულად გამოღვიძებას, ამცირებს თავბრუსხვევას. იგი ასევე ხასიათდება ვაზოდილატაციური მოქმედებით და აქვეითებს არტერიული წნევას.

პასიფლორას (ვნების ყვავილი) ექსტრაქტი შეიცავს ალკალოიდებსა და ფლავონოიდ ვიტექსინს. მას ახასიათებს მსუბუქი დამამშვიდებელი მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ამცირებს შფოთვას. ვნების ყვავილი უზრუნველყოფს ძილის დარეგულირებას, გამოღვიძებისას უსიამოვნო შეგრძნების გარეშე. პასიფლორა აგრეთვე ახდენს სპაზმოლიზურ მოქმედებას გლუვ მუსკულატურაზე, აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას.

სვიის ექსტრაქტს ახასიათებს ნეიროტროპული მოქმედება, უზრუნველყოფს სედაციურ და საძილე ეფექტს. იგი არეგულირებს ცნს-ის ფუნქციონირებას. სვია გამოირჩევა ტკივილგამაყუჩებელი და მასტიმულირებელი მოქმედებით.

 

დანიშვნის ჩვენება:

ძილის დარღვევა;
ვეგეტონევროზი, ანგიონევროზი;
ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, კონცენტრაციის დაქვეითება;
მომატებული ნერვული აგზნებადობა;
ადვილად გაღიზიანებადობა, შფოთვა, სტრესი, ემოციური დაძაბულობა;
ნევრასთენიის მსუბუქი ფორმები, შიში, თანმხლების დაძაბულობით, ტაქიკარდიით და ქოშინით;
ნერვული დაძაბულობით გამოწვეული შაკიკი და თავის ტკივილი (კომპლექსურ თერაპიაში);
კლიმაქტერული სინდრომი ფსიქოვეგეტაციური აშლილობით;
„მენეჯერის სინდრომი“ (მუდმივი ფსიქიკური დაძაბულობა).

შემადგენლობა:

ვიტამინი B6 2 მგ. 
ვალერიანის ფესვის ექსტრაქტი 300 მგ. 
L-თიანინი 200 მგ. 
პასიფლორა 80 მგ. 
სვიის ექსტრაქტი 30 მგ. 

 

მიღება და დოზირება:

მიიღება 2 მცენარეული კაფსულა დღეში, დაძინებამდე 30 წუთით ადრე.

გაფრთხილება: ჭარბმა დოზირებამ შესაძლოა გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალებების ან მძიმე აღჭურვილობის მართვის უნარის შეფერხება. მიღება რეკომენდებული არ არის 18 წლამდე მოზარდებისათვის. შეინახეთ ოთახის ტემპერატურასა და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დამატებითი მახასიათებლები

სპეციფიკაცია

  • ბრენდიSolgar


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით.  ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.