კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
Solgar მაგნიუმის ციტრატი, 60 ტაბლეტიSolgar მაგნიუმის ციტრატი, 60 ტაბლეტი
Solgar მაგნიუმის ციტრატი, 60 ტაბლეტი

თბილისში მიწოდება 3 საათში

75.10
Solgar მაგნიუმის ციტრატი, 60 ტაბლეტი  solgar magniumis ciTraTi, 60 TableTi - ვარიაცია 1 Solgar მაგნიუმის ციტრატი, 60 ტაბლეტი  solgar magniumis ciTraTi, 60 TableTi - ვარიაცია 1

Solgar მაგნიუმის ციტრატი, 60 ტაბლეტი

ID: 033984017108

Solgar

 

Solgar მაგნიუმის ციტრატი, 60 ტაბლეტი

 

ზრდის ორგანიზმის სტრესისადმი რეზისტენტობას

 

მოქმედებს ძვლოვანი ქსოვილის განვითარებასა & მინერალიზაციაზე

 

ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას

 

ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგუნარიანობას ალერგიული & ანთებითი პროცესების მიმართ

 

60 ტაბლეტი

 

ვეგანური

75.10

თბილისში მიწოდება 3 საათში
ID: 033984017108

Solgar მაგნიუმის ციტრატი, 60 ტაბლეტი

სოლგარის მაგნიუმი წარმოდგენილია ციტრატის სახით. ციტრატი მინერალების ხელატორებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ და ბიოლოგიურად აქტიურ ფორმას წარმოადგენს. მიკროელემენტების მხოლოდ ციტრატირებულ ფორმას ითვისებს ორგანიზმი კუჭის წვენის დაქვეითებული მჟავიანობის დროს. შესაბამისად, მაგნიუმის ციტრატირებულ ფორმას ორგანიზმი ითვისებს მომენტალურად და სრულყოფილად. 

მაგნიუმი წარმოადგენს უჯრედთა ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო, ორგანიზმისათვის სასიცოცხლოდ უმნიშვნელოვანეს მიკროელემენტს. ამ მინერალს ორგანიზმის შემადგენელი ყველა ქსოვილი შეიცავს, განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციით თავს იყრის: თავის ტვინის, გულისა და ღვიძლის კუნთოვანი ქსოვილში.
მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში მიმდინარე ენერგეტიკული პროცესების განხორციელებაში, მონაწილეობს: ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების და ნუკლეინის მჟავების ცვლის პროცესში. იგი ასევე ხელს უწყობს ინსულინის სინთეზს.
მაგნიუმი ნერვული სისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს. იგი მონაწილეობს ნერვ-კუნთოვან გამტარობაში, აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გატარებას კუნთოვან ქსოვილში, ამცირებს გლუვი და განივზოლიანი ბოჭკოების აგზნებადობას. შესაბამისად, მაგნიუმი ხასიათდება სედაციური მოქმედებით, ზრდის ორგანიზმის სტრესისადმი რეზისტენტობას.
მაგნიუმი წარმოადგენს კალციუმის ფიზიოლოგიურ ანტაგონისტს. მას მკვეთრად განსაზღვრული როლი უკავია კალციუმის მეტაბოლიზმში. მაგნიუმი მონაწილეობს ამ მინერალის იონების (ასევე კალიუმის იონების) ტრანსმემბრანულ ტრანსპორტირებაში, აფერხებს სისხლძარღვოვან ქსელში მის ჩალაგებას და ხელს უწყობს ძვლოვან ქსოვილში აბსორბციას. ამგვარად, მაგნიუმი მოქმედებს ძვლოვანი ქსოვილის განვითარებასა და მინერალიზაციაზე.
მაგნიუმი აკონტროლებს მიოკარდიუმის უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებას. მონაწილეობს მიოკარდიუმის კუმშვის პროცესში. იცავს სისხლძარღვთა კედლებს არტერიოსკლეროზის ჩამოყალიბებისგან. შესაბამისად, მაგნიუმი ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტის, იშემიის განვითარების რისკს და ახორციელებს გულის რითმის ნორმალიზებას.
მაგნიუმი ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგუნარიანობას ალერგიული და ანთებითი პროცესების მიმართ.

ორგანიზმში მაგნიუმი საკვებიდან ხვდება. მისი დეფიციტის გამომწვევ მიზეზებს წარმოადგენს: კვების რეჟიმის დარღევა (დიეტა), მაგნიუმზე მოთხოვნილების ზრდა, მაგნიუმის მეტაბოლიზმის და გამოყოფის პროცესების დარღვევა (მაგ., მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის, სტრესის, ორსულობის, დიურეზული საშუალებების მიღების დროს).

მოზრდილებში მაგნიუმზე მოთხოვნა წარმოადგენს დაახლოებით სხეულის წონის 5 მგ/კგ დღე-ღამეში. მაგნიუმის მნიშვნელოვანი დეფიციტის, ასევე ძლიერი ფიზიკური დატვირთვის, ბავშვებში ინტენსიური ზრდის, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მოთხოვნილება მაგნიუმის იონებისადმი იზრდება სხეულის წონის 7-10 მგ/კგ დღე-ღამეში.

ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტის დროს: იზრდება მგრძნობელობა გარე ფაქტორების მიმართ, აგზნებადობა, კუნთების სპაზმი, დაჭიმულობა მთელს ორგანიზმში (რაც ხელს უშლის ორგანიზმს მოსვენებულ მდგომარეობაში გადასვლასა და ჩაძინებაში), უსიამოვნო შეგრძნებები გაღვიძებისას, მცირდება სტრესისადმი რეზისტენტობა. მაგნიუმის უკმარისობის დროს ასევე ვლინდება გულის რითმის დარღვევა და არტერიული ჰიპერტენზია. ორსულობის დროს მაგნიუმის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს თვითნებითი აბორტი.

დანიშვნის ჩვენება:
გარე ფაქტორების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, აგზნებადობა, კუნთების სპაზმი, დაჭიმულობა მთელს ორგანიზმში, ძილის დარღვევა, ადინამია, უსიამოვნო შეგრძნებები გაღვიძებისას, სტრესისადმი რეზისტენტობის დაქვეითება, დეპრესია, შიში.
გულის რითმის დარღვევა და არტერიული ჰიპერტენზია, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის ქრონიკული უკმარისობა (კომპლექსურ მკურნალობაში), სპასტიური მდგომარეობა (მათ შორის ანგიოსპაზმი), ათეროსკლეროზის, დისლიპიდემიის პროფილაქტიკა, ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვით გამოწვეული მდგომარეობა, ორსულობის შეწყვეტის, გესტოზის საშიშროება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპასტიურობა, პრედმენსტრუალური სიმპტომატიკა: გაღიძიანებადობა, დეპრესია, ტკივილი მუცლის არეში, თავის ტკივილი, კლიმაქტერული სინდრომი ფსიქოვეგეტაციური აშლილობით, შაქრიანი დიაბეტი.

შემადგენლობა:

მაგნიუმის ციტრატი 420 მგ.

 

მიღება და დოზირება:

მიიღება 2 ტაბლეტი  დღეში, სასურველია საკვების მიღების დროს.

დამატებითი მახასიათებლები

სპეციფიკაცია

  • ბრენდიSolgar


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით.  ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.

 

app-store.pngplay-store.png

Copyright © 2025 Veli.store, ყველა უფლება დაცულია.