კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
Solgar Ester-C იმუნო კომპლექსი, 60 კაფსულაSolgar Ester-C იმუნო კომპლექსი, 60 კაფსულა
Solgar Ester-C იმუნო კომპლექსი, 60 კაფსულა

უფასო მიწოდება

51.0060.00-15%
Solgar Ester-C იმუნო კომპლექსი, 60 კაფსულა  solgar ester-c imuno kompleqsi, 60 kafsula - ვარიაცია 1 Solgar Ester-C იმუნო კომპლექსი, 60 კაფსულა  solgar ester-c imuno kompleqsi, 60 kafsula - ვარიაცია 1
Solgar Ester-C იმუნო კომპლექსი, 60 კაფსულა  solgar ester-c imuno kompleqsi, 60 kafsula - ვარიაცია 2 Solgar Ester-C იმუნო კომპლექსი, 60 კაფსულა  solgar ester-c imuno kompleqsi, 60 kafsula - ვარიაცია 2

Solgar Ester-C იმუნო კომპლექსი, 60 კაფსულა

ID: 033984006836

Solgar

 

Solgar Ester-C იმუნო კომპლექსი, 60 კაფსულა

 

აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას

 

ხელს უწყობს ხრტილოვანი ქსოვილის ფორმირებასა & აღდგენას

 

ანტიოქსიდანტური თვისებები

 

აძლიერებს ორგანიზმში კოლაგენის სინთეზს

 

გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება

 

60 კაფსულა

 

ვეგანური

51.0060.00-15%

უფასო მიწოდება3 სთ-ში

Solgar Ester-C იმუნო კომპლექსი, 60 კაფსულა

C ვიტამინი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ანტიოქსიდანტს. იგი ბოჭავს კუნთების ინტენსიური მუშაობის პროცესში წარმოქმნილ თავისუფალ რადიკალებს და ხელს უშლის მათ მავნე ზემოქმედებას ორგანიზმის ქსოვილებზე. C ვიტამინი ძირითად როლს ასრულებს კოლაგენის სინთეზის პროცესში, რომელიც წარმოადგენს შემაერთებელი ქსოვილის, კბილების, ძვლოვანი ქსოვილის აღდგენისა და ზრდის განმსაზღვრელ ძირითად ფაქტორს. იგი აჩქარებს შეხორცების პროცესებს ჭრილობისა და დამწვრობის დროს. არეგულირებს სტეროიდული ჰორმონების წარმოქმნას; ასტიმულირებს ინტერფერონის გამომუშავებას, რომელიც ხელს უშლის ვირუსული ორგანიზმების გამრავლებას; აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას; უზრუნველყოფს ენერგიის გამომუშავებას უჯრედულ დონეზე, მონაწილეობს ატფ-ის სინთეზში; C ვიტამინს რეგულარული გამოყენება განსაკუთრებით რეკომენდებულია მწეველებში; ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზებას; ვიტამინების მეგადოზები იცავს უჯრედებს რღვევისაგან სტრესის დროს, აღადგენს ორგანიზმის ძალებს, იმუნიტეტს. 

კალციუმი ორგანიზმში არსებული კალციუმის თითქმის 99% თავმოყრილია ძვლებსა და კბილებში. იგი D3-თან ერთად უზრუნველყოფს ნებისმიერ ასაკში  ძვლოვანი სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებას. კალციუმი  პასუხისმგებელია ძვლების მინერალიზაციასა და ჰორმონების პროდუქციაზე, რაც ხელს უწყობს კალციუმის და ფოსფორის ნორმალური დონის შენარჩუნებას ძვლებსა და სისხლის ნაკადში. კალციუმი ახდენს ენერგეტიკული ცვლისა და ნეიროტრანსმისიის ნორმალიზებას, ასევე წარმოადგენს სისხლის შედედების მარეგულირებელ კომპონენტს. კალციუმი ასტიმულირებს კალციტონინის გამოთავისუფლებას, რომელიც უზრუნველყოფს კალციუმის ტრანსპორტირებას სისხლიდან დაზიანებულ ძვლოვან ქსოვილში. კალციუმი D3-თან ერთად ხელს უწყობს ქალბატონებში პოსტმენოპაუზის დროს მინერალური ბალანსის შენარჩუნებას და ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს.  კალციუმის ნაკლებობა იწვევს კუნთების სპაზმს, რაც ქვედა კიდურების კრამპით ვლინდება. მისი ხანგრძლივი დროის განმავლობაში დეფიციტის დროს კი ვითარდება რაქიტი და ოსტეომალაცია.

ციტრუსის ბიოფლავონოიდების  კომპლექსი გამოირჩევა  ანტიოქსიდანტური თვისებებით, მონაწილეობს უჯრედულ სასიგნალო სისტემებში და ქრონიკული დაავადებების პრევენციაში (შაქრიანი დიაბეტი და ოსტეოპოროზი). მოქმედების სპექტრი: P ვიტამინური აქტივობა, სპაზმის მოხსნა, სისხლში გლუკოზის დონის და წნევის კორექცია,  ნაღვლმდენი ეფექტი.

აცეროლა (ველური, ბარბადოსის ალუბალი) მდიდარია C, A და B ჯგუფის ვიტამინებით, ასევე შეიცავს   რკინას, კალციუმს, ფოსფორს და ამინომჟავა ჰისტიდინს, რომელიც აძლიერებს ორგანიზმში კოლაგენის სინთეზს. ის ძლიერი ანტიოქსიდანტია. აძლიერებს იმუნიტეტს. აქვს მატონიზირებელი და აღმდგენი მოქმედება. აცეროლა გამოიყენება ვირუსული და ინფექციური დაავადებების დროს (A,B,C,D ჰეპატიტი და ციროზი), ქრონიკული და მძიმე დაავადებების შემდგომი რეაბილიტაციის დასაჩქარებლად, რეკომენდებულია გულსისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის.  აქვს თმის ცვენის საწინააღმდეგო მოქმედება, ხელს უწყობს ფრჩხილების ზრდას.

რუტინი (ვიტამინი P) ხელს უწყობს ასკორბინის მჟავას გარდაქმნას დეჰიდროასკორბინის მჟავად და ხელს უშლის უკანასკნელის შემდგომ ტრასფორმირებას დიკეტოგულონმჟავაში. ამიტომ რუტინის ეფექტთა უმეტესობა ხდება C ვიტამინის მეშვეობით.
რუტინი ასკორბინის მჟავასთან ერთად ამცირებს კაპილარების გამტარობასა და “მტვრევადობას”, ამაგრებს სისხლძარღვის კედელს, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო ეფექტი (მათ შორის ჰიალურონიდაზას აქტივობის დათრგუნვის ხარჯზე), ანტიოქსიდანტური თვისებები, მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში.
გარდა ამისა, რუტინისათვის დამახასიათებელია ისეთი ეფექტები, როგორიცაა პლაზმის თხვადი ნაწილის ექსუდაციის და სისხლის უჯრედების დიაპედეზის სისხლძარღვის კედელში შემცირება; ნაღველმდენი და მსუბუქი ანტიჰიპერტენზიული ეფექტები.
ავადმყოფებში ქრონიკული ვენოზური უკმარისობით რუტინი იწვევს შეშუპებისა და ტკივილის სინდრომების, ტროფიული დარღვევების შემცირებას, პარესთეზიებისა და კრუნჩხვების შემცირებას ან აღმოფხვრას. ხელს უწყობს სხივური თერაპიის გვერდითი ეფექტების გამოხატულობის შემცირებას (ცისტიტი, ენტეროპროქტიტი, დისფაგია, კანის ერითემა), ასევე ანელებს დიაბეტური რეტინოპათიის პროგრესირებას.

ასკილი ხასიათდება სედატიური, ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, სისხლდენის შემაჩერებელი დ შარდმდენი მოქმედება.

 

 

დანიშვნის ჩვენება:

გაციება, მწვავე რესპირატორულ-გრიპოზული ინფექციები, დაქვეითებული  იმუნიტეტის, გაზრდილი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, გადაღლილობა, ასთენიური მდგომარეობა, ეგზემა, ასთმა, ათეროსკლეროზი, სოკოვანი დაავადებები, თვალის დაავადებები, ღრძილების ანთება, კანის დაავადებები, ჭრილობების მკურნალობისა და დაავადებების გადატანის შემდგომ რეკონვალესცენციის პერიოდი.

 

შემადგენლობა:

C ვიტამინი 1000მგ.
კალციუმი 100 მგ.
ციტრუსის ბიოფლავონოიდების კომპლექსი 200 მგ.
აცეროლა 25 მგ.
ასკილის ნაყოფი  25 მგ.
რუტინი 25 მგ.

 

 

 

მიღება და დოზირება:

 მიიღება 1 ტაბლეტი  დღეში, სასურველია საკვების მიღების დროს.

დამატებითი მახასიათებლები

სპეციფიკაცია

  • ბრენდიSolgar


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.