კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
Solgar  B კომპლექსი , 100 ტაბლეტიSolgar  B კომპლექსი , 100 ტაბლეტი
Solgar B კომპლექსი , 100 ტაბლეტი

უფასო მიწოდება

70.00
Solgar  B კომპლექსი , 100 ტაბლეტი  solgar  b kompleqsi , 100 TableTi - ვარიაცია 1 Solgar  B კომპლექსი , 100 ტაბლეტი  solgar  b kompleqsi , 100 TableTi - ვარიაცია 1

Solgar B კომპლექსი , 100 ტაბლეტი

ID: 033984002005

Solgar

 

Solgar  B კომპლექსი

 

მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლოვან, ცილოვან & ცხიმოვან ცვლაში

 

მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში, ქსოვილოვან სუნთქვასა & სინთეზის პროცესებში

 

აძლიერებს ნერვული უჯრედების ზრდასა & რეგენერაციას

 

ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში

 

100 ტაბლეტი

 

ვეგანური

70.00

უფასო მიწოდება3 სთ-ში

Solgar B კომპლექსი

B1 ვიტამინი ადამიანის ორგანიზმში ფოსფორილირების პროცესების შედეგად გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც წარმოადგენს მრავალი ფერმენტული რეაქციის კოფერმენტს. თიამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში. იგი აქტიურად მონაწილეობს სინაფსებში ნერვული აგზნების გატარების პროცესებში. B1 ვიტამინი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, გულის, ენდოკრინული ჯირკვლების ნორმალურ ფუნქციონირებას. ხასიათდება განგლიომაბლოკირებელი და კურარეს მსგავსი მოქმედებით. 

B2 ვიტამინი წარმოადგენს უჯრედოვანი სუნთქვისა და მხედველობითი აღქმის პროცესების უმნიშვნელოვანეს კატალიზატორს. რიბოფლავინი არეგულირებს რა ჟანგვა-აღდგენით რეაქციებს, მონაწილეობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს დნმ-ის ფორმირების პროცესში და ჰემოგლობინის სინთეზში. იგი ხელს უწყობს ქსოვილთა რეგენერაციის პროცესებს (მათ შორის, კანის უჯრედების) და უჯრედებში ტროფიკული დარღვევების კორექციას. 

B3 ვიტამინი მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში, ქსოვილოვან სუნთქვასა და სინთეზის პროცესებში. ახორციელებს სისხლში ლიპოპროტეინების კონცენტრაციის ნორმალიზებას, აქვეითებს საერთო ქოლესტერინის დონეს, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების და ტრიგლიცერიდების შემცველობას, ამცირებს ქოლესტერინ/ფოსფოლიპიდების ინდექსს, ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობას, რომელთაც აქვს ანტიაგრეგანტული მოქმედება. 

ორგანიზმში როდესაც ვითარდება ნიაცინის დეფიციტი, ამინომჯავა ტრიფტოფანის მნიშვნელოვანი ნაწილი გარდაიქმნება ნიაცინად. შესაბანისად მცირდება სეროტონინის და მელატონინის სინთეზი, რაც დეპრესიის და უძილობის განვითარების მიზეზი ხდება.

B5 ვიტამინი ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების, კორტიკოსტეროიდების სინთეზს. პანტოთენის მჟავა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ანტისხეულების  ფორმირების პროცესში და ხელს უწყობს სხვა ვიტამინების ათვისების პროცესს. B5 ვიტამინი მონაწილეობს ნახშირწყლებისა და ცილების ცვლაში, ამცირებს ცხიმოვან ქსოვილს. ორგანიზმს იცავს სტრესის განვითარებისაგან.

B9 ვიტამინი (ფოლატი) წარმოადგენს მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის აუცილებელ კოფერმენტს. ასტიმულირებს ერითროპოეზის პროცესს, მონაწილეობს ამინომჟავების (მეთიონინი და გლიცინი), ნუკლეინის მჟავების, პურინებისა და პირიმიდინების სინთეზში, ასევე ქოლინის და ჰისტიდინის მეტაბოლიზმში. ორსულობის დროს ფოლატი იცავს ნაყოფს ტერატოგენული ფაქტორების დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან, ხელს უწყობს პლაცენტის ნორმალურ მომწიფებას და ფუნქციონირებას.

B7 ვიტამინი (ბიოტინი) მონაწილეობს ორგანიზმში ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, შესაბამისად არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში. ხელს უწყობს ორგანიზმში ენერგიის წარმოქმნას. ბიოტინი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინია თმის ზრდისა და თმის ფოლიკულის განვითარებისათვის. ის განაპირობებს ბუნებრივი რეგენერაციული პროცესების მიმდინარეობას თმის ძირებში. ამ ვიტამინის დეფიციტი ორგანიზმში აუტოიმუნური დარღვევების და სებორეას განვითარების ერთ-ერთი მიზეზია. ბიოტინის ნაკლებობისას ზიანდება თმის ღერის სტრუქტურა, ხდება მყიფე, მტვრევადი, რაც იწვევს თმის ცვენას, წარმოიქმნება ქერტლი, აღინიშნება ცხიმიანობის მომატება ან სიმშრალე. ბიოტინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის გაჯანსაღება-გაახალგაზრდავებაში. ხელს უწყობს კანქვეშა ცხიმის სინთეზს და არეგულირებს კანის და თმის ცხიმიანობას.

B12 ვიტამინი მაღალი ბიოლოგიური აქტივობით გამოირჩევა. მონაწილეობს მეთილის ჯგუფისა და ფერმენტების გადატანაში, უზრუნველყოფს დეზოქსირიბოზის, დნმ-ისა და რნმ-ის სინთეზს. ხელს უწყობს კრეატინის სინთეზს. უზრუნველყოფს მიელინის გარსის ფორმირებას, აძლიერებს ნერვული უჯრედების ზრდასა და რეგენერაციას. მონაწილეობს ლიპოტროპული ფაქტორის - ქოლინის სინთეზში. გააჩნია ნოოტროპული მოქმედება, ხელს უშლის თავის ტვინის უჯრედების დეგრადაციას. B12 ვიტამინი აუცილებელია სისხლის წარმოქმნისათვის. ხელს უწყობს ერითროციტების მომწიფებას. მონაწილეობს ერითროციტებში დაგროვილი სულფიჰიდრილური ჯგუფების შემცველი ნაერთების სინთეზში, რაც ზრდის მათ ტოლერანტობას ჰემოლიზის მიმართ. B12 ვიტამინი ააქტივებს სისხლის შედედების სისტემას, მაღალი დოზით ახდენს პროთრომბინის და თრომბოპლასტური აქტივობის მატებას. ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. დადებით გავლენას ახდენს ღვიძლის ფუნქციაზე. ამაღლებს ქსოვილის რეგენერაციის უნარს. ახდენს ანაბოლურ მოქმედებას, ზრდის ფიზიკურ ქმედითუნარიანობას.

C ვიტამინი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ანტიოქსიდანტს. ბოჭავს კუნთების ინტენსიური მუშაობის პროცესში წარმოქმნილ თავისუფალ რადიკალებს და ხელს უშლის მათ მავნე ზემოქმედებას ორგანიზმის ქსოვილებზე, ძირითად როლს ასრულებს ცილა - კოლაგენის სინთეზის პროცესში, რომელიც წარმოადგენს ზრდისა და შემაერთებელი ქსოვილების, კბილების, ძვლების აღდგენის განმსაზღვრელ ძირითად ფაქტორს, აჩქარებს ჭრილობების და დამწვრობების შეხორცებას. არეგულირებს სტეროიდული ჰორმონების წარმოქმნას, ასტიმულირებს ინტერფერონის გამომუშავებას, რომელიც ხელს უშლის ვირუსების გამრავლებას, აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას; უზრუნველყოფს ენერგიის გამომუშავებას უჯრედულ დონეზე, მონაწილეობს ატფ-ის სინთეზში. 

დანიშვნის ჩვენება:

 

არასრულფასოვანი და დაუბალანსებელი კვება (მათ შორის, პარენტერალური)

ნევროლოგია: პერიფერიული ნევრიტი და პოლინევრიტი, ნევრალგია, პერიფერიული პარეზი და დამბლა, რადიკულიტი, ლუმბაგო, პლექსიტი, ნეკნთაშუა ნევრალგია, სამწვერა ნერვის ნევრალგია, სახის ნერვის პარეზი, ამიოტროფიული ლატერალური სკლეროზი, ბავშვთა ცერებრული დამბლა, პერიფერიული ნერვების ტრავმა; ენცეფალოპათია (დიაბეტური, ალკოჰოლური და სხვა).

დერმატოლოგია: ატოპიური დერმატიტი და ნეიროგენული დერმატოზი, დერმატიტი და ნეიროდერმიტი, ფსორიაზი.

ჰემატოლოგია: ადისონ-ბირმერის ანემია, პარა-პერნიციოზული მეგალობლასტური ანემია გასტრექტომიის ან გასტრო-ენტერული დაავადების ფონზე, ანემია ჰეპატიტის მქონე პაციენტებში, ანემია ტოქსიკო-ინფექციის ფონზე, მედიკამენტოზური ანემია, აპლასტიური ანემია, მკურნალობისადმი (მათ შორის რკინით) რეზისტენტული ერითრობლასტური და ჰიპოქრომული ანემიები.

გასტრო-ენტეროლოგია: ანგულარული სტომატიტი, ჰეილოზი, გლოსიტი, ჰიპო- და ანაციდური გასტრიტი, გასტრექტომია, ნაწლავის ატონია, ენტერეტი, ენტეროკოლიტი, კოლიტი, გლუტენური ენტეროპათია, მალაბსორბციის სინდრომი, კრონის დაავადება, ჰეპატობილიარული ტრაქტის დაავადებები (მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტი, ობსტრუქციული სიყვითლე, ციროზი, მათ შორის ალკოჰოლური), დისბაქტერიოზი, დიარეა;

რევმატოლოგია: ართრიტი, ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, რევმატიზმი.

ოფთალმოლოგია: ჰემერალოპია, კონიუნქტივიტი, კერატიტი, ირიტი, კატარაქტა, რქოვანას წყლული.

ენდოკრინოლოგია: თირეოტოქსიკოზი, შაქრიანი დიაბეტი.

ჭარბი ფიზიკური აქტივობა

ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატის, იზონიაზიდის და ანტიბიოტიკების მიღების დროს.

ათეროსკლეროზის, კარნიტინის შეთვისების დეფექტის, სისხლის მიმოქცევის ქრონიკული დარღვევის, ჰეპატიტის, დიაბეტის და მულტილობულარული (მრავალ კეროვანი) სკლეროზის კომბინირებული თერაპია.

შემადგენლობა:

2 ტაბლეტი შეიცავს:

C ვიტამინი (L-ასკორბინის მჟავა) - 500მგ

თიამინი (B1 ვიტამინი) (თიამინის მონონიტრატის სახით) - 10მგ

რიბოფლავინი (B2 ვიტამინი) - 10მგ

ნიაცინი (B3 ვიტამინი, ნიაცინამიდი) -100მგ

ქოლინი (B4 ვიტამინი) (ქოლინის ბიტარტრატი) - 41მგ

პანტოთენის მჟავა (B5 ვიტამინი)(D-კალციუმის პანტოთენატის სახით) - 100მგ

B6 ვიტამინი (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) - 10მგ

ბიოტინი (B7 ვიტამინი) (D-ბიოტინის სახით) - 25მკგ

ინოზიტოლი (B8 ვიტამინი) - 100მგ

ფოლიუმის მჟავა (B9 ვიტამინი) - 100მკგ

B12 ვიტამინი (კობალამინი) - 25მკგ

სამკურნალო მცენარეების ნაზავი:

მურა წყალმცენარე, აცეროლას კომპლექსი, იონჯა, ოხრახუში, წყლის წიწმატი, ასკილი - 13მგ.

მიღება და დოზირება:

მიიღება 2 ტაბლეტი დღეში, სასურველია საკვების მიღების დროს.

დამატებითი მახასიათებლები

სპეციფიკაცია

  • ბრენდიSolgar


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.