ვებსაიტი იყენებს cookie ფაილებს.  გამოყენების პირობები

კატეგორიები
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ყველა კატეგორია
Solgar B კომპლექსი , 100 ტაბლეტიSolgar B კომპლექსი , 100 ტაბლეტი
Solgar B კომპლექსი , 100 ტაბლეტი

უფასო მიწოდება

66.1173.45-10%

Solgar B კომპლექსი , 100 ტაბლეტი

ID: 033984002005
Solgar B კომპლექსი , 100 ტაბლეტი  solgar b kompleqsi , 100 TableTi

Solgar

 

Solgar B კომპლექსი

 

მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლოვან, ცილოვან & ცხიმოვან ცვლაში

 

მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში, ქსოვილოვან სუნთქვასა & სინთეზის პროცესებში

 

აძლიერებს ნერვული უჯრედების ზრდასა & რეგენერაციას

 

ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში

 

100 ტაბლეტი

 

ვეგანური

NaN

66.1173.45-10%

უფასო მიწოდება3 სთ-ში

Solgar B კომპლექსი

Solgar B კომპლექსი წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიური  B  და C ვიტამინების კომბინაცია ს, რომელიც ეხმარება ენერგიის ციკლს, ხელს უწყობს კანის და თმის ჯანმრთელობას, მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეტაბოლიზმის მარეგულირებელი და ნერვული სისტემების ფუნქციონირებაში. კომპლექსში შემავალი ვიტამინები რვა აუცილებელ მიკროელემენტს მოიცავს. ესენია B1 (თიამინი), B2 (რიბოფლავინი), B3 (ნიაცინი), B5 (პანტოთენის მჟავა), B6 (პირიდოქსინი), B7 (ბიოტინი), B9 (ფოლატი) , B12 და C ვიტამინი.

დანიშვნის ჩვენება:

არასრულფასოვანი და დაუბალანსებელი კვება (მათ შორის, პარენტერალური)

ნევროლოგია: პერიფერიული ნევრიტი და პოლინევრიტი, ნევრალგია, პერიფერიული პარეზი და დამბლა, რადიკულიტი, ლუმბაგო, პლექსიტი, ნეკნთაშუა ნევრალგია, სამწვერა ნერვის ნევრალგია, სახის ნერვის პარეზი, ამიოტროფიული ლატერალური სკლეროზი, ბავშვთა ცერებრული დამბლა, პერიფერიული ნერვების ტრავმა; ენცეფალოპათია (დიაბეტური, ალკოჰოლური და სხვა).

დერმატოლოგია: ატოპიური დერმატიტი და ნეიროგენული დერმატოზი, დერმატიტი და ნეიროდერმიტი, ფსორიაზი.

ჰემატოლოგია: ადისონ-ბირმერის ანემია, პარა-პერნიციოზული მეგალობლასტური ანემია გასტრექტომიის ან გასტრო-ენტერული დაავადების ფონზე, ანემია ჰეპატიტის მქონე პაციენტებში, ანემია ტოქსიკო-ინფექციის ფონზე, მედიკამენტოზური ანემია, აპლასტიური ანემია, მკურნალობისადმი (მათ შორის რკინით) რეზისტენტული ერითრობლასტური და ჰიპოქრომული ანემიები.

გასტრო-ენტეროლოგია: ანგულარული სტომატიტი, ჰეილოზი, გლოსიტი, ჰიპო- და ანაციდური გასტრიტი, გასტრექტომია, ნაწლავის ატონია, ენტერეტი, ენტეროკოლიტი, კოლიტი, გლუტენური ენტეროპათია, მალაბსორბციის სინდრომი, კრონის დაავადება, ჰეპატობილიარული ტრაქტის დაავადებები (მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტი, ობსტრუქციული სიყვითლე, ციროზი, მათ შორის ალკოჰოლური), დისბაქტერიოზი, დიარეა;

რევმატოლოგია: ართრიტი, ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, რევმატიზმი.

ოფთალმოლოგია: ჰემერალოპია, კონიუნქტივიტი, კერატიტი, ირიტი, კატარაქტა, რქოვანას წყლული.

ენდოკრინოლოგია: თირეოტოქსიკოზი, შაქრიანი დიაბეტი.

ჭარბი ფიზიკური აქტივობა.

ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატის, იზონიაზიდის და ანტიბიოტიკების მიღების დროს.

ათეროსკლეროზის, კარნიტინის შეთვისების დეფექტის, სისხლის მიმოქცევის ქრონიკული დარღვევის, ჰეპატიტის, დიაბეტის და მულტილობულარული (მრავალ კეროვანი) სკლეროზის კომბინირებული თერაპია.

შემადგენლობა:

2 ტაბლეტი შეიცავს:

C ვიტამინი (L-ასკორბინის მჟავა) - 500მგ

თიამინი (B1 ვიტამინი) (თიამინის მონონიტრატის სახით) - 10მგ

რიბოფლავინი (B2 ვიტამინი) - 10მგ

ნიაცინი (B3 ვიტამინი, ნიაცინამიდი) -100მგ

ქოლინი (B4 ვიტამინი) (ქოლინის ბიტარტრატი) - 41მგ

პანტოთენის მჟავა (B5 ვიტამინი)(D-კალციუმის პანტოთენატის სახით) - 100მგ

B6 ვიტამინი (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) - 10მგ

ბიოტინი (B7 ვიტამინი) (D-ბიოტინის სახით) - 25მკგ

ინოზიტოლი (B8 ვიტამინი) - 100მგ

ფოლიუმის მჟავა (B9 ვიტამინი) - 100მკგ

B12 ვიტამინი (კობალამინი) - 25მკგ

სამკურნალო მცენარეების ნაზავი:

მურა წყალმცენარე, აცეროლას კომპლექსი, იონჯა, ოხრახუში, წყლის წიწმატი, ასკილი - 13მგ.

მიღება და დოზირება:

მიიღება 2 ტაბლეტი დღეში, სასურველია საკვების მიღების დროს. 

 

არ შეიცავს:

გლუტეინს, სახამებელს, შაქარს, მარილს, საფუარს, ხელოვნურ არომატიზატორებს, ხელოვნურ კონსერვანტებს.

დამატებითი მახასიათებლები

სპეციფიკაცია

  • ბრენდიSolgar


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით.  ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.