კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
Solgar მაგნიუმ + ვიტამინი B6, 100 ტაბლეტიSolgar მაგნიუმ + ვიტამინი B6, 100 ტაბლეტი
Solgar მაგნიუმ + ვიტამინი B6, 100 ტაბლეტი

უფასო მიწოდება

57.10
Solgar მაგნიუმ + ვიტამინი B6, 100 ტაბლეტი  solgar magnium + viTamini b6, 100 TableTi - ვარიაცია 1 Solgar მაგნიუმ + ვიტამინი B6, 100 ტაბლეტი  solgar magnium + viTamini b6, 100 TableTi - ვარიაცია 1

Solgar მაგნიუმ + ვიტამინი B6, 100 ტაბლეტი

ID: 033984017207

Solgar

 

Solgar მაგნიუმ + ვიტამინი B6, 100 ტაბლეტი

 

მაგნიუმი მონაწილეობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა & ნუკლეინის მჟავების ცვლის პროცესში

 

მოქმედებს ძვლოვანი ქსოვილის განვითარებასა & მინერალიზაციაზე

 

ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგუნარიანობას ალერგიული & ანთებითი პროცესების მიმართ, ხელს უწყობს ინსულინის სინთეზს

 

ზრდის ორგანიზმის სტრესისადმი რეზისტენტობას

 

ვიტამინი B6 აუცილებელია ცენტრალური & პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის

 

აუმჯობესებს ტვინის ქსოვილებში მეტაბოლიზმს

 

100 ტაბლეტი

 

ვეგანური

57.10

უფასო მიწოდება3 სთ-ში

Solgar მაგნიუმ + ვიტამინი B6, 100 ტაბლეტი

მაგნიუმი წარმოადგენს უჯრედთა ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო, ორგანიზმისათვის სასიცოცხლოდ უმნიშვნელოვანეს მიკროელემენტს. ამ მინერალს  ორგანიზმის შემადგენელი ყველა ქსოვილი შეიცავს, განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციით თავს იყრის: თავის ტვინის, გულისა და ღვიძლის კუნთოვანი ქსოვილში.

მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში მიმდინარე ენერგეტიკული პროცესების განხორციელებაში, მონაწილეობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების და ნუკლეინის მჟავების ცვლის პროცესში.

მაგნიუმი ნერვული სისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს. იგი მონაწილეობს ნერვ-კუნთოვან გამტარობაში, აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გატარებას კუნთოვან ქსოვილში, ამცირებს გლუვი და განივზოლიანი ბოჭკოების აგზნებადობას. შესაბამისად, მაგნიუმი ხასიათდება სედაციური მოქმედებით, ზრდის ორგანიზმის სტრესისადმი რეზისტენტობას.

მაგნიუმი წარმოადგენს კალციუმის ფიზიოლოგიურ ანტაგონისტს. მას მკვეთრად განსაზღვრული როლი უკავია კალციუმის მეტაბოლიზმში. მაგნიუმი მონაწილეობს ამ მინერალის იონების (ასევე კალიუმის იონების) ტრანსმემბრანულ ტრანსპორტირებაში, აფერხებს სისხლძარღვოვან ქსოვილში მის ჩალაგებას და ხელს უწყობს ძვლოვან ქსოვილში აბსორბციას. ამგვარად, მაგნიუმი მოქმედებს ძვლოვანი ქსოვილის განვითარებასა და მინერალიზაციაზე.

მაგნიუმი აკონტროლებს მიოკარდიუმის უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებას. მონაწილეობს მიოკარდიუმის კუმშვის პროცესში. იცავს სისხლძარღვთა კედლებს არტერიოსკლეროზის ჩამოყალიბებისგან. შესაბამისად, მაგნიუმი ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტის, იშემიის განვითარების რისკს და ახორციელებს გულის რითმის ნორმალიზებას.

მაგნიუმი ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგუნარიანობას ალერგიული და ანთებითი პროცესების მიმართ, ხელს უწყობს ინსულინის სინთეზს.

ორგანიზმში მაგნიუმი საკვებიდან ხვდება. მისი დეფიციტის გამომწვევ მიზეზებს წარმოადგენს: კვების რეჟიმის დარღევა (დიეტა), მაგნიუმზე მოთხოვნილების ზრდა, მაგნიუმის მეტაბოლიზმის და გამოყოფის პროცესების დარღვევა (მაგ., მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის, სტრესის, ორსულობის, დიურეზული საშუალებების მიღების დროს).

მოზრდილებში მაგნიუმზე მოთხოვნა წარმოადგენს დაახლოებით სხეულის წონის 5 მგ/კგ დღე-ღამეში. მაგნიუმის მნიშვნელოვანი დეფიციტის, ასევე ძლიერი ფიზიკური დატვირთვის, ბავშვებში ინტენსიური ზრდის, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მოთხოვნილება მაგნიუმის იონებისადმი იზრდება სხეულის წონის 7-10 მგ/კგ დღე-ღამეში.

ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტის დროს, იზრდება მგრძნობელობა გარე ფაქტორების მიმართ, აგზნებადობა, კუნთების სპაზმი, დაჭიმულობა მთელს ორგანიზმში (რაც ხელს უშლის ორგანიზმს მოსვენებულ მდგომარეობაში გადასვლასა და ჩაძინებაში), უსიამოვნო შეგრძნებები გაღვიძებისას, მცირდება სტრესისადმი რეზისტენტობა. მაგნიუმის უკმარისობის დროს ასევე ვლინდება გულის რითმის დარღვევა და არტერიული ჰიპერტენზია. ორსულობის დროს მაგნიუმის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს თვითნებითი აბორტი.

ვიტამინი B6 ხელს უწყობს მაგნიუმის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ზრდის მის დონეს პლაზმასა და ერითროციტებში და ამცირებს ორგანიზმიდან გამოყოფას. იგი 20-40%-ით ზრდის მაგნიუმის აბსორბციას. 

ვიტამინი B6 აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. აუმჯობესებს ტვინის ქსოვილებში მეტაბოლიზმს, რამდენადაც წარმოადგენს ამინომჟავების ცვლის, ნერვული სისტემის მრავალი მედიატორის, მათ შორის სეროტონინის სინთეზის კატალიზატორს. პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი ასევე მონაწილეობს ნახშირწყლებისა და ლიპიდების მეტაბოლიზმში, ჰემოგლობინის სინთეზში.

B6 ვიტამინის უკმარისობის დროს ვითარდება: სებორეული დერმატიტი, თვალების, ცხვირისა და ტუჩების მიდამოში, ასევე ჰიპოქრომული ანემია და კრუნჩხვა (განსაკუთრებით ბავშვებში).

დანიშვნის ჩვენება:

მაგნიუმისა და B6 ვიტამინის უკმარისობა.

მაგნიუმის უკმარისობით გამოწვებული დარღვევები: გარე ფაქტორების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, აგზნებადობა, კუნთების სპაზმი, დაჭიმულობა მთელს ორგანიზმში, ძილის დარღვევა, ადინამია, უსიამოვნო შეგრძნებები გაღვიძებისას, სტრესისადმი რეზისტენტობის დაქვეითება, დეპრესია, შიში. გულის რითმის დარღვევა და არტერიული ჰიპერტენზია, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის ქრონიკული უკმარისობა (კომპლექსურ მკურნალობაში სპასტიური მდგომარეობა (მათ შორის ანგიოსპაზმი). ათეროსკლეროზის, დისლიპიდემიის პროფილაქტიკა, ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვით გამოწვეული მდგომარეობა, ორსულობის შეწყვეტის, გესტოზის საშიშროება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპასტიურობა. პრედმენსტრუალური სიმპტომატიკა: გაღიზიანებადობა, დეპრესია, ტკივილი მუცლის არეში, თავის ტკივილი, კლიმაქტერული სინდრომი ფსიქოვეგეტაციური აშლილობით, შაქრიანი დიაბეტი. 

შემადგენლობა:

B6 ვიტამინი (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) 25მგ.
მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდი) 400მგ.

 

 

 

მიღება და დოზირება:

მიიღება 3 ტაბლეტი  დღეში, სურველია საკვებთან ერთად.

დამატებითი მახასიათებლები

სპეციფიკაცია

  • ბრენდიSolgar


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.