უფასო მიწოდება
Solgar ლამინარია, ჩრდილო ატლანტიკური კელპი, 250 კაფსულა
ავსებს ორგანიზმში იოდის დეფიციტს
აუმჯობესებს მეტაბოლიზმს
აქვს დეტოქსიკაციური მოქმედება
ახასიათებს ბაქტერიული დისბიოზის პრევენცია
აღადგენს მსხვილი ნაწლავის ფიზიოლოგიურ რითმს
არეგულირებს ქოლესტერინის დონეს
250 კაფსულა
ვეგანური
კელპი, იგივე ლამინარია, უნიკალური შემადგენლობითა და სამკურნალო თვისებებით გამორჩეული წყალმცენარეა. იგი უჯრედისის უმდიდრეს წყაროს წარმოადგენს.
კელპის შემადგენელი მთავარი აქტიური ნივთიერება ორგანიზმისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიკროელემენტი იოდია.
იოდი თიროქსინის შემადგენელ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. შესაბამისად, ამ მიკროელემენტის გარეშე წარმოუდგენელია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირება.
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესების რეგულაციაში მონაწილეობენ. ისინი აკონტროლებენ ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ცვლას; მონაწილეობენ ყველა ორგანოსა და სისტემის განვითარებაში; არეგულირებენ თავის ტვინის, ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სასქესო და სარძევე ჯირკვლების მუშაობას. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები აგრეთვე, ხელს უწყობენ ბავშვის ზრდა-განვითარებასა და ინტელექტუალური მონაცემების ჩამოყალიბებას.
იოდის დეფიციტი :
სტატისტიკური მონაცემებით, იოდის ნაკლებობა მსოფლიო მოსახლეობის 1.5 მილიარდს აღენიშნება. საკმაოდ ხშირად გვხვდება მიკროელემენტის დეფიციტით გამოწვეული დაავადებები. კერძოდ, 750 მლნ. ადამიანს იოდის უკმარისობის ფონზე უვითარდება ენდემური ჩიყვი, ხოლო 40 მილიონს - გონებრივი ჩამორჩენა.
ორგანიზმში როდესაც აღინიშნება იოდის დეფიციტი, ფარისებრი ჯირკვალი იწყებს კომპენსატორულ ჰიპერპლაზიას (იზრდება მოცულობაში), რათა სისხლიდან მიკროელემენტის ათვისება მეტი კონცენტრაციით შეძლოს. ეს პროცესი იწვევს ჩიყვის განვითარებას.
იოდის მუდმივი უკმარისობისას, მცირდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოქმნა. შედეგად, ქვეითდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია და ორგანიზმში იწყება ცვლილებები: ზოგადი სისუსტე, აპათია, სწრაფი დაღლილობა, კონცენტრაციის დარღვევა, წონის მომატება, ყაბზობა, ჰიპერმგრძნობელობა სიცივის მიმართ, პულსის შენელება, თმის მტვრევადობა და ცვენა, კანის სიმშრალე, იმპოტენცია და რეპროდუქციული დარღვევები.
იოდის დეფიციტი განსაკუთრებით სახიფათოა: ბავშვებსა და მოზარდებში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
კელპი, როგორც უჯრედისის წყარო, ხასიათდება შემდეგი თვისებებით:
მსხვილი ნაწლავის ფიზიოლოგიური რითმის აღდგენა
ლამინარია ამცირებს მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის მიერ სითხის შეწოვას, რაც უზრუნველყოფს ფეკალური მასების ჰიდრატაციას და გათხელებას. უჯრედისის გაჯირჯვებული მასა, შერჩევითად აღიზიანებს მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის რეცეპტორებს, აძლიერებს პერისტალტიკას, განაპირობებს ნაწლავის სწრაფად დაცლას, უზრუნველყოფს მსხვილი ნაწლავის ფიზიოლოგიური რითმის და რეგულარული დეფეკაციის აღდგენას. წყალმცენარის შემადგენლობაში არსებული ალგინის მჟავაც უზრუნველყობს ნაწლავში წყლის შეკავებას.
მეტაბოლიზმის გაუმჯობესება :
უზრუნველყოფს მოქმედების რამდენიმე მექანიზმით:
უჯრედისის გაჯირჯვებული მასა სხვა საკვები ნივთიერებებისგან განსხვავებით დიდხანს რჩება ორგანიზმში, ამცირებს პროდუქტების გლიკემიურ ინდექსს, რაც ხანგრძლივად იწვევს დანაყრების შეგრძნებას.
აქვეითებს მადის მასტიმულირებელი ჰორმონის, ინსულინის დონეს.
უჯრედისის რთულად გადასამუშავებელი მასა ათვისებისა და მონელებისთვის საჭიროებს დიდი რაოდენობით ენერგიას, რომელიც ცხიმების ინტენსიური წვის შედეგად გამოთავისუფლდება.
დეტოქსიკაციური მოქმედება :
ლამინარიის წყალში უხსნად ბოჭკოებს გააჩნია ფოროვანი, ღრუბლისებრი სტრუქტურა, რომელიც მყარად აკავებს ტოქსინებს და გამოდევნის ორგანიზმიდან ფეკალურ მასებთან ერთად. აგრეთვე, ალგინის მჟავის დახმარებით ხორციელდება ტოქსიური ნივთიერებების გამოთავისუფლება ორგანიზმიდან.
ბაქტერიული დისბიოზის პრევენცია :
უჯრედისის წყალში ხსნად ბოჭკოებს ახასიათებთ პრებიოტიკების მსგავსი მოქმედება. ისინი თრგუნავენ დაავადების გამომწვევი მიკრობების პროლიფერაციას. პრებიოტიკებისგან განსხვავებით ლამინარიას ხანგრძლივი მიღება არ იწვევს დისბაქტერიოზის განვითარებას.
ქოლესტერინის დონის მართვა :
ორგანიზმში საკვები ბოჭკოების მაღალი შემცველობა ასოცირებულია ქოლესტერინის დონის შემცირებასთან. ისინი უზრუნველყოფენ ქოლესტეროლის შებოჭვას და ორგანიზმიდან გამოდევნას.
ლამინარიას ანტიათეროსკლეროზულ მოქმედებას განაპირობებს აგრეთვე მასში იოდისა და ქოლესტერინის ანტაგონისტის, ბეტა-სიტოსტერინის შემცველობა.
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს უჯრედისი ხელს უწყობს სითხის აბსორბციას და ამცირებს დიარეას.
დანიშვნის ჩვენება:
იოდის დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკა (მაგ. ენდემური ჩიყვი),
ჩიყვის რეციდივის პროფილაქტიკა (ქირურგიული ჩარევის და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით კომპლექსური მკურნალობის დასრულების შემდგომ პერიოდში),
დიფუზური არატოქსიური ჩიყვის მკურნალობა,
ნივთიერებათა ცვლის დარღვევა,
ყაბზობა,
დიარეა,
ქოლესტერინის დონის მომატება,
ნაწლავთა ბაქტერიული დისბიოზის პრევენცია,
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი,
ინტოქსიკაცია და ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდი.
იოდი (ჩრდილო ატლანტური კელპისგან მიღებული) | 200 მკგ. |
მიიღება ერთი ტაბლეტი დღეში, სასურველია საკვებთან ერთად.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.