თბილისში მიწოდება 3 საათში
Snacky
მიწისთხილის კარაქი, Peanut Butter
სნექი ქართული ბრენდია, რომლის მისია ჯანსაღი წასახემსებელის კულტურის შექმნაა. მათ შორის, ხელოვნური დანამატებით გაჯერებული მზა პროდუქტების ჩანაცვლება ნოყიერი, ახლად მომზადებული მიწისთხილის კარაქით.
ბრენდის უპირატესობა ხარისხი და დროა. ზოგადად, იმპორტირებული მიწისთხილის კარაქი ტრანსპორტირებისას, კონტეინერში რამდენიმე თვეს ატარებს და დაახლოებით ამდენივეს მაღაზიის თაროზე. იქამდე სანამ მომხმარებელი პროდუქტს შეიძენს დამზადებიდან თითქმის ნახევარ წლამდეა გასული. ამ დროის განმავლობაში კარაქი გემოს თვისებებს კარგავს. გემოს და კონსისტენციის შესანარჩუნებლად კი პროდუქტს ხელოვნური დანამატები სჭირდება.
სნექის მიწისთხილის კარაქი წარმოებიდან მომხმარებლამდე უმოკლეს დროში აღწევს. სადაც არ უნდა შეიძინო სნექი, ის რამდენიმე დღის დამზადებული იქნება. ამის გამო, გემოს თვისებები მძაფრია, კონსისტენცია კი ჰაეროვანი. სნექის გახსნისას მაშინვე იგრძნობა ახლად მოხალული მიწისთხილის სასიამოვნო არომატი.
სნექის მიწისთხილის კარაქი საქართველოში იწარმოება. პროდუქტი ყოველთვის ახალი და ჯანსაღია. კარაქი დამზადებულია მხოლოდ არაგენმოდიფიცირებული და ახლად მოხალული მიწისთხილის მარცვლებისაგან, არ შეიცავს დანამატებსა და კონსერვანტებს. გამდიდრებულია ცილებით, ჯანსაღი ცხიმებით, ვიტამინებითა და მინერალებით.
პირველი ქართული მიწისთხილის კარაქი სნექი ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა, თუკი მას ზომიერი რაოდენობით მიირთმევ.
მიწისთხილის სასარგებლო თვისებებიდან აღსანიშნავია ის, რომ პროდუქტი აქტიურად მოქმედებს გულისა და სისხლძარღვების დაავადებების საწინააღმდეგოდ. ასევე, აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას და აძლიერებს იმუნიტეტს. არაქისის კარაქი ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ინარჩუნებს კანის, თმისა და ფრჩხილების სიჯანსაღეს (ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის გამო).
წონის დაკლების მსურველებისთვის – 25 გრ ანუ 1 სტანდარტული სუფრის კოვზი (თავმოუდგმელი!);
წონის შენარჩუნებისა და ჯანმრთელობისთვის – 50 გრ ანუ 2 სტანდარტული სუფრის კოვზი (თავმოუდგმელი!);
კუნთოვანი მასის გასაზრდელად – 75 გრ მიწისთხილის კარაქი ანუ 3 სტანდარტული სუფრის კოვზი (თავმოუდგმელი!).
1 სუფრის კოვზი (თავმოდგმული) = 35 გრ, 206 კკალ
1 სუფრის კოვზი (თავმოუდგმელი) = 24 გრ, 142 კკალ
1 დესერტის კოვზი (თავმოუდგმელი) = 16 გრ 94 კკალ
1 ჩაის კოვზი (თავმოდგმული) = 12 გრ, 71 კკალ
1 ჩაის კოვზი (თავმოუდგმელი) = 8 გრ, 47 კკალ
მიწის თხილის კარაქის შენახვის ვადა 6-12 თვეა და ვადის ათვლა პროდუქტის დამზადების თარიღიდან იწყება (თუკი ქილა არ არის გახსნილი). ქილის გახსნის შემდეგ კი მიწისთხილის კარაქის შენახვის ვადა 3 თვეა.
გრილ და ბნელ ადგილზე შენახვისას მიწისთხილის კარაქი სასარგებლო თვისებებს ერთი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს, ხოლო სინათლისა და სითბოს ზემოქმედება ამ ვადას მნიშვნელოვნად შეამცირებს.
სიცივეში შენახვის შემთხვევაში უკეთესად შენარჩუნდება მიწისთხილის კარაქის სასარგებლო თვისებები (მიწისთხილის შემადგენლობაშია ანტიოქსიდანტები, მინერალები, ვიტამინები, ცილები, პოლიუჯერი ცხიმები).
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.