კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
Snacky, კლასიკური არაქისის კარაქი დანამატების გარეშე 1კგ, peanut butter without additivesSnacky, კლასიკური არაქისის კარაქი დანამატების გარეშე 1კგ, peanut butter without additives
Snacky, კლასიკური არაქისის კარაქი დანამატების გარეშე 1კგ, peanut butter without additives

უფასო მიწოდება

29.0035.00-17%
Snacky, კლასიკური არაქისის კარაქი დანამატების გარეშე 1კგ, peanut butter without additives  snacky, klasikuri araqisis karaqi danamaTebis gareshe 1kg, peanut butter without additives - ვარიაცია 1 Snacky, კლასიკური არაქისის კარაქი დანამატების გარეშე 1კგ, peanut butter without additives  snacky, klasikuri araqisis karaqi danamaTebis gareshe 1kg, peanut butter without additives - ვარიაცია 1
Snacky, კლასიკური არაქისის კარაქი დანამატების გარეშე 1კგ, peanut butter without additives  snacky, klasikuri araqisis karaqi danamaTebis gareshe 1kg, peanut butter without additives - ვარიაცია 2 Snacky, კლასიკური არაქისის კარაქი დანამატების გარეშე 1კგ, peanut butter without additives  snacky, klasikuri araqisis karaqi danamaTebis gareshe 1kg, peanut butter without additives - ვარიაცია 2
Snacky, კლასიკური არაქისის კარაქი დანამატების გარეშე 1კგ, peanut butter without additives  snacky, klasikuri araqisis karaqi danamaTebis gareshe 1kg, peanut butter without additives - ვარიაცია 3 Snacky, კლასიკური არაქისის კარაქი დანამატების გარეშე 1კგ, peanut butter without additives  snacky, klasikuri araqisis karaqi danamaTebis gareshe 1kg, peanut butter without additives - ვარიაცია 3

Snacky, კლასიკური არაქისის კარაქი დანამატების გარეშე 1კგ, peanut butter without additives

ID: 4864492724335
წონა:

Snacky, კლასიკური არაქისის კარაქი დანამატების გარეშე



არაქისის კარაქი არის სნექი, რომელიც გამირჩევა სასარგებლო და  ჯანსაღი თვისებებით. არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს.

სნექი არის ენერგიის დიდი წყარო. 

პროდუქტი გაჯერებულია B, E და D ვიტამინების ჯგუფებით. 
 

აქტიურად იყენებენ როგორც კუნთოვანი მასის მოსამატებლად, ასევე წონის კორექციისთვისაც.

გამოიყენება საუზმეზე სხვადასხვა პროდუქტთან, მათ შორის შეგიძლიათ დაამზადოთ სმუზები და შეიკები. 

29.0035.00-17%

უფასო მიწოდება3 სთ-ში

Snaky-ის შესახებ:

სნექის მისია ჯანსაღი წასახემსებელის კულტურის შექმნაა. ხელოვნური დანამატებით გაჯერებული ნახევარფაბრიკატების ჩანაცვლება ნოყიერი, ახლად მომზადებული არაქისის კარაქით. ჩვენი უპირატესობა დროა. იმპორტირებული არაქისის კარაქი ტრანსპორტირებისას, კონტეინერში რამოდენიმე თვეს ატარებს და დაახლოებით ამდენივეს მაღაზიის თაროზე. მომხმარებელთან მოხვედრისას მისი დამზადებიდან ნახევარ წლამდეა გასული. ამ დროის განმავლობაში ის გემოვნურ თვისებებს კარგავს. ბუნებრივია რომ ამის გამო, გემოს და კონსისტენციის შესანარჩუნებლად მრავალ ხელოვნურ დანამატს საჭიროებს. სნექის არაქისის კარაქი წარმოებიდან მომხმარებლამდე უმოკლეს დროში ხვდება. სადაც არ უნდა შეიძინო სნექი, ის რამოდენიმე დღის დამზადებული იქნება. ამის გამო გემოვნური თვისებები მძაფრია, კონსისტენცია კი ჰაეროვანი. სნექის გახსნისას მაშინვე იგრძნობა ახლად მოხალული არაქისის სასიამოვნო არომატი.

არაქისის კარაქის შემადგენლობა და არაქისის კარაქის სასარგებლო თვისებები:

ალბათ, ბევრი ახსნა არ სჭირდება იმას, რომ მიწის თხილის კარაქი მიწის თხილისგან მზადდება, რომელსაც წმინდად ფქვავენ. ნატურალური დანამატებს ან საერთოდ არ უნდა შეიცავდეს, ან შესაძლოა, შეიცავდეს მინიმალური ოდენობით, რაც ყოველთვის მითითებულია პროდუქტის შეფუთვაზე. მათ შორის, არაქისის კარაქის შემადგენლობაში დასაშვებია მარილის არსებობა. სწორედ ამიტომ, როდესაც მიწის თხილის კარაქს საჭმელში მოიხმართ, ყურადღებით იყავით – არ დაამლაშოთ.

ეს პროდუქტი, მათ შორის, მაგალითად, პირველი ქართული არაქისის კარაქი სნექი, ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა, თუკი მას ზომიერად მოიხმართ.

მიწის თხილის სასარგებლო თვისებები სრულყოფილად ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ამიტომ ორი სიტყვით შეგახსენებთ, რომ რეგულარულად მოხმარებისას არაქისის კარაქში შემავალი ნივთიერებები:

ხელს უწყობს გულისა და სისხლძარღვების დაავადებებთან გამკლავებას.
აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას.
აძლიერებს იმუნიტეტს.
ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს;ინარჩუნებს კანის, თმისა და ფრჩხილების სიჯანსაღეს (ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის გამო); 

მიწის თხილის კარაქის დღიური დოზა:

წონის დაკლების მსურველებისთვის – 25 გრ ანუ 1 სტანდარტული სუფრის კოვზი (თავმოუდგმელი!);
წონის შენარჩუნებისა და ჯანმრთელობისთვის – 50 გრ ანუ  2 სტანდარტული სუფრის კოვზი (თავმოუდგმელი!);
კუნთოვანი მასის გასაზრდელად – 75 გრ არაქისის კარაქი ანუ 3 სტანდარტული სუფრის კოვზი (თავმოუდგმელი!).

გრამები და კილოკალორიები:

1 სუფრის კოვზი (თავმოდგმული) = 35 გრ, 206 კკალ

1 სუფრის კოვზი (თავმოუდგმელი) = 24 გრ, 142 კკალ

1 დესერტის კოვზი (თავმოუდგმელი) = 16 გრ 94 კკალ

1 ჩაის კოვზი (თავმოდგმული) = 12 გრ, 71 კკალ

1 ჩაის კოვზი (თავმოუდგმელი) = 8 გრ, 47 კკალ

არაქისის კარაქის შენახვის პირობები:

მიწის თხილის კარაქის შენახვის ვადა 12 თვეა და ვადის ათვლა პროდუქტის დამზადების თარიღიდან იწყება (თუკი ქილა არ არის გახსნილი). ქილის გახსნის შემდეგ კი არაქისის კარაქის შენახვის ვადა 3 თვეა. 
გრილ და ბნელ ადგილზე შენახვისას არაქისის კარაქი სასარგებლო თვისებებს ერთი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს, ხოლო სინათლისა და სითბოს ზემოქმედება ამ ვადას მნიშვნელოვნად შეამცირებს.
სიცივეში შენახვის შემთხვევაში უკეთესად შენარჩუნდება არაქისის კარაქის სასარგებლო თვისებები  (არაქისის შემადგენლობაშია ანტიოქსიდანტები, მინერალები, ვიტამინები, ცილები, პოლიუჯერი ცხიმები).

დამატებითი მახასიათებლები

  • ბრენდიSnaky
  • მოცულობა1 KG
  • არომატიარაქისი


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.