თბილისში მიწოდება 3 საათში
Xiaomi Mi Smart სენსორების სეტი არის ნაკრები, რომელიც შენი ჭკვიანი სახლის შესაქმნელად გჭირდება. Xiaomi Mi Smart საშუალებას გაძლევს მიიღო შეტყობინება სახლის კარისა და ფანჯრის გაღების შემთხვევაში, რაც შენთვის დამატებითი სიმშვიდის და დაცულობის შეგრძნებას განაპირობებს. გარდა სმარტფონზე შეტყობინების მიღებისა, შეგიძლია ხმოვანი სიგნალიც დაამატო. ჭკვიანი სახლის ეკოსისტემის მთავარი ფიგურა Mi მართვის ჰაბია, რომელსაც სმარტფონის მეშვეობით მარტივად დაუკავშირებ ჭკვიანი სახლის სენსორებს, ნათურებსა თუ სხვა სმარტ მოწყობილობებს. მისი დახმარებით შეგიძლია თავად მართვის ცენტრის წესებითა და ფუქნციონალებით ისარგებლო, ან სულაც შენით ააწყო ბრძანებების ჯაჭვი. ჭკვიანი სახლის საბაზისო კომპლექტის შესავსებად, დამატებით, ჭკვიანი ნათურების შეძენა შეგიძლია. Ნათურები საშუალებას მოგცემს მათი ანთებისა და ჩაქრობის ფუნქციონალი ავტომატურ განათებაზე დააყენო სახლში შესვლისას და ჩაქრობაზე, - სახლიდან გასვლისას.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.