თბილისში მიწოდება 3 საათში
SKG GS-500N მასაჟორი გთავაზობთ კისრის კუნთების ღრმა რელაქსაციას და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას. ეს არის იდეალური მოწყობილობა მათთვის, ვისაც აქვს საკმაოდ დატვირთული ყოველდღიური რუტინა.
მოწყობილობა აღჭურვილია TENS ტექნოლოგიით, რაც გულისხმობს ნერვულ დაბოლოებებზე ელექტრო სტიმულაციის საშუალებით ტკივილის გაყუჩებას. თერაპიის ეს სახე გამოიყენება როგორც კუნთებზე, ასევე მყესებზე და ნერვულ დაბოლოებებზე ზემოქმედებისთვის. TENS თერაპია განსაკუთრებით ეფექტურია ქრონიკული ტკივილების და სხვადასხვა სახის ტრავმების დროს. EMS ტექნოლოგია ააქტიურებს კუნთებს, აუმჯობესებს მათ მოქნილობას და ძალას. ორივე ტექნოლოგია ერთად უზრუნველყოფს ტკივილის სწრაფ შემსუბუქებასა და კუნთების მდგომარეობის გაუმჯობესებას.
მასაჟის 10 რეჟიმით და ინტენსივობის 9 დონის კონფიგურაციით, SKG GS-500N მასაჟორი ინდივიდუალურ საჭიროებებზე სრულად მორგების საშუალებას იძლევა. მასაჟორზე არსებული ელექტროდები უზრუნველყოფენ სითბოს 3 დონეს, თქვენთვის ყველაზე კომფორტული სითბოს დონე შეგიძლიათ აირჩიოთ ინდივიდუალურად. მასაჟორი 42°C-მდე 3 წამში თბება.სინათლისა და სითბოს თერაპია აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ღრმად აღადგენს კუნთებს, ამსუბუქებს თავის ტკივილს და ხელს უწყობს ძილის ხარისხის გაუმჯობესებას.
Future Wear app მობილური აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ სრულად აკონტროლოთ მოწყობილობა: აირჩიოთ რეჟიმი, დაარეგულიროთ სესიის დრო (5–30 წუთი), ვიბრაციის და ტემპერატურის დონე (38℃- 42℃).
1800 mAh მოცულობის ბატარეა 1.5 საათიანი დამუხტვით შესაძლებლობას გაძლევთ ჩაიტაროთ 7-მდე მასაჟის სესია. კისრის მასაჟორს აქვს კომპაქტური და მოსახერხებელი ფორმა, რაც საშუალებას გაძლევთ მოწყობილობა ყველგან მარტივად ატაროთ.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.