ძებნის ისტორია ცარიელია
უფასო მიწოდება
Sennheiser Momentum True Wireless 2 უსადენო ყურსასმენს ჩაშენებული აქვს 7 მმ-იანი დინამიური აუდიო დრაივერები და ეკვალაიზერი, რაც უზრუნველყოფს გამორჩეულ, მაღალი ხარისხის აუდიოს, ძლიერ ბასს, სუფთა და დაბალანსებულ ხმას. ხმაურის აქტიური ჩახშობის რეჟიმი და ყურსასმენის კონსტრუქცია შესაძლებლობას მოგცემთ სრულად ჩაიძიროთ მუსიკაში. გამჭვირვალობის რეჟიმით თავად შეძლებთ დაარეგულიროთ გარემომცველი ხმაურის ხმის დონე.
Bluetooth 5.1 უსადენო კავშირი სტაბილური და შეუფერხებელია. ხმა არ ჩამორჩება კადრს, შესაბამისად აუდიო და ვიდეო იდეალურად სინქრონიზირდება. ორივე ყურსასმენს აქვს ორმაგი კავშირის ტექნოლოგია და თითოეულს შეუძლია ნებისმიერი ფუნქციის შესრულება ერთად და ცალ-ცალკე. ყურსასმენები მარტივად და შეუფერხებლად უკავშირდება სმარტფონებსა და სხვა მოწყობილობებს.
ყურსასმენის ინტუიტიური, მარტივად სამართავი სენსორებით შესაძლებელია მუსიკის ჩართვა-გადართვა-დაპაუზება, ხმის დონის კონტროლი, ზარებზე პასუხი და გათიშვა, ხმოვანი ასისტენტის გამოძახება, Smart მოწყობილობებთან დაკავშირება-მართვა და ა.შ.
ერთი სრული დატენვით, Sennheiser Momentum True Wireless 2 ყურსასმენები 28 საათი მუშაობს. (ყურსასმენები 7 საათს, ხოლო ქეისთან ერთად 28 საათს.) სრულ დამუხტვას კი სულ რაღაც 1.5 საათი სჭირდება.
კორპუსი დამზადებულია მაღალი ხარისხის მასალებისგან, მსუბუქია, არ ღლის ყურს და კომფორტულია მთელი დღის განმავლობაში სატარებლად. მინიმალისტური დიზაინი აქვს, ერგონომიული და ესთეტიურია.