უფასო მიწოდება
ძებნის ისტორია ცარიელია
უფასო მიწოდება
Sennheiser HD 450SE უსადენო ყურსასმენს ჩაშენებული აქვს 32 მმ-იანი დინამიური აუდიო დრაივერები და ეკვალაიზერი, რაც უზრუნველყოფს გამორჩეულ, მაღალი ხარისხის აუდიოს, ძლიერ ბასს, სუფთა და დაბალანსებულ ხმას. ხმაურის აქტიური ჩახშობის რეჟიმი და დახურული ტიპის ყურსასმენის კონსტრუქცია შესაძლებლობას მოგცემთ სრულად ჩაიძიროთ მუსიკაში.
Bluetooth 5.0 უსადენო კავშირი სტაბილური და შეუფერხებელია. Low Latency რეჟიმით ხმა არ ჩამორჩება კადრს, შესაბამისად აუდიო და ვიდეო იდეალურად სინქრონიზირდება. ყურსასმენები მარტივად და შეუფერხებლად უკავშირდება სმარტფონებსა და სხვა მოწყობილობებს.
ყურსასმენის ინტუიტიური, მარტივად სამართავი ღილაკებით შესაძლებელია მუსიკის ჩართვა-გადართვა-დაპაუზება, ხმის დონის კონტროლი, ზარებზე პასუხი და გათიშვა და ა.შ. HD 450SE არის Sennheiser-ის სპეციალური მოდელი, რომელსაც აქვს Amazon Alexa-ს მხარდაჭერა, რაც უფრო ამარტივებს ყურსასმენის გამოყენებას. უბრალოდ დააჭირეთ ხმოვანი ასისტენტის გამოძახების ღილაკს და გაიადვილეთ მუსიკასთან, აუდიო წიგნებთან და პოდკასთებთან წვდომა. HD 450SE-ს Amazon Alexa-თან ერთად აქვს Siri და Google Assistant-ის მხარდაჭერა.
ერთი სრული დატენვით, Sennheiser HD 450SE ყურსასმენები 30 საათი მუშაობს. სრულ დამუხტვას კი სულ რაღაც 2 საათი სჭირდება.
კორპუსი დამზადებულია მაღალი ხარისხის მასალებისგან, მსუბუქია, იკეცება, არ ღლის ყურს და კომფორტულია მთელი დღის განმავლობაში სატარებლად. მინიმალისტური დიზაინი აქვს, ერგონომიული და ესთეტიურია.