უფასო მიწოდება
Schott Zwiesel
Schott Zwiesel, ღვინის ფუჟერი
მოცულობა: 613 მლ
მასალა: კრისტალურად დამუშავებული მინა
რეკომენდებულია ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხვა
Schott Zwiesel, უმაღლესი ხარისხის ინოვაციურ ჭურჭელს აწარმოებს. კოლექცია Diva თავისი ელეგანტური ვიზუალით დაგავიწყებთ ჩვეულ, სტანდარტულ სტილს და ყოველთვის სტუმრების ყურადღების ცენტრში მოექცევა. სპეციალური დიზაინი აძლიერებს სასმლის სურნელს, გემოვნურ და არომატულ თვისებებს. დამზადებულია უნიკალური და ინოვაციური ტრიტანის კრისტალურად დამუშავებული მინისგან. Ხასიათდება ბრწყინვალებითა და გამჭვირვალობით, რაც სადღესასწაულო სუფრას საოცრად ელეგანტურ და მდიდრულ იერს ანიჭებს. Კრისტალურად დამუშავებული მინა ჭიქას ანიჭებს გამორჩეულ გამძლეობასა და მდგრადობას, ამავე დროს სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.
Schott Zwiesel-ი უმაღლესი ხარისხის პროფესიონალური მინის ჭურჭლის მწარმოებელი გერმანული ბრენდია. ის აწარმოებს სხვადასხვა სასმლისთვის განკუთვნილ ინოვაციურ სარესტორნო პროდუქციას, რაც მას მსოფლიო მასშტაბით რესტორნების, ელიტარული სასტუმროების, მზარეულების, სომელიეების საყვარელ ბრენდად აქცევს. Schott Zwiesel- ის უნიკალურობა ხარისხისა და დიზაინის უზადო კომბინაციაში მდგომარეობს. დიზაინის კონცეფცია დაფუძნებულია ისეთ მახასიათებლებზე, როგორიცაა ბრწყინვალება, სიმტკიცე და გამძლეობა. ბრენდის პროდუქცია დამზადებულია უნიკალური, დაპატენტებული კრისტალურად დამუშავებული ტრიტანის მინისგან – ეს არის უმაღლესი ხარისხის მინა, რომელიც გამოირჩევა გამძლეობით და არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის მავნე ისეთ ნივთიერებებს, როგორიცაა ტყვია და ბარიუმი. გარდა ამისა, ის პროდუქციას ბრწყინვალებასა და სიკაშკაშეს ანიჭებს.