უფასო მიწოდება
ძებნის ისტორია ცარიელია
უფასო მიწოდება
Samsung Galaxy S21 FE 5G სმარტფონი, შესანიშნავი ხარისხის ფოტოებითა და ვიდეოებით ნამდვილად მიიპყრობს თქვენს ყურადღებას. 64 MP მაღალი რეზოლუციის მქონე კამერას პროფესიონალური დონის ფოტოების გადაღება შეუძლია. ღამის გადაღების რეჟიმი საშუალებას გაძლევთ დაბალი განათების პირობებში ყოველგვარი დამხმარე საშუალებების გარეშე, გადაიღოთ უმაღლესი ხარისხის ფოტოები. ძირითად კამერას აქვს ოპტიკური ზუმი და ოპტიკური სტაბილიზაცია (OIS), რომელიც გულისხმობს, რომ ფოტოს და ვიდეოს გადაღების პროცესში, მოძრაობისას კადრი არ ირხევა.
Exynos 2100 რვაბირთვიანი, მაღალი წარმადობის მქონე პროცესორი უზრულველყოფს, რომ ნებისმიერი ოპერაცია სწრაფად და შეუფერხებლად შესრულდეს.
Samsung Galaxy S21 FE 5G -ის 1080 x 2400 გაფართოების მქონე Dynamic AMOLED 2X ეკრანი საუცხოო კონტრასტით აჩვენებს გამოსახულებას, ნებისმიერი დახრილობის კუთხიდან. ეკრანის განახლების სიხშირე 120 Hz-ია, რაც გულისხმობს თუ წამში რამდენი ახალი კადრის ჩატვირთვა შეუძლია ეკრანს. 120 Hz კი უზრუნველყოფს სროლინგისას კადრის უფრო გლუვად გადასვლას და ცვლილებას. რაც უფრო ეფექტურს ხდის გეიმინგს და კონტენტის ათვისებას.
მობილურ ტელეფონს - Galaxy S21 FE 5G აქვს სწრაფი დატენვის რეჟიმი, 25 W სიმძლავრით, 0-100%-მდე 1 საათსა და 30 წუთში დაიმუხტება. ასევე აქვს უსადენო დატენვის და ენერგიის უსადენოდ გაზიარების ფუნქციები. თქვენ შეგიძლიათ მარტივად დაუკავშიროთ ტელეფონი ყურსასმენებსა და პორტატულ დინამიკებს და უსმინოთ მუსიკას მთელი დღის განმავლობაში.
Samsung Galaxy S21 FE 5G სმარტფონის კორპუსს აქვს IP68 რეიტინგი, რაც ნიშნავს რომ სმარტფონის გამოყენებას შეძლებთ წვიმაში, ნესტში და 30 წუთის განმავლობაში, ერთ მეტრამდე წყალქვეშაც კი. ასევე აღჭურვილია ახალი დამცავი ფენით, ალუმინის ჩარჩოთი და Gorilla Glass Victus მინით, რომელიც მდგრადია დაცემისა და ნაკაწრებისადმი.