თბილისში მიწოდება მომდევნო სამუშაო დღეს
Samsung Galaxy A52 სმარტფონს აქვს მაღალი გარჩევადობის მქონე Super AMOLED ეკრანი, რომელზეც გამოსახულება დღის შუქზეც მკვეთრად ჩანს.
მაღალი წარმადობის მქონე Qualcomm SM7125 Snapdragon 720G რვაბირთვიანი პროცესორი უზრუნველყოფს თქვენი სმარტფონის სწრაფ და შეუფერხებელ მუშაობას.
Samsung Galaxy A52 გამოირჩევა მრავალლინზიანი, ულტრა მაღალი რეზოლუციის მქონე 64 მეგაპიქსელიანი კამერითა და ოპტიკური გამოსახულების სტაბილიზაციით, რაც გეხმარებათ დაბალი განათების პირობებშიც კი გადაიღოთ მაღალი ხარისხის ფოტოები.
მობილური ტელეფონის კორპუსის ზედა და ქვედა ნაწილზე განთავსებულია სტერეოდინამიკები, რომლებსაც ძლიერი და მკაფიო ჟღერადობა აქვთ.
სწრაფი დატენვის რეჟიმის და მძლავრი ბატარეის მეშვეობით კი, შეგიძლიათ 2 დღის განმავლობაში აკეთოთ ყველაფერი შეუფერხებლად თქვენს სმარტფონში და შემდეგ, უმოკლეს დროში დატენოთ ელემენტი. თქვენ შეგიძლიათ მარტივად დაუკავშიროთ ტელეფონი ყურსასმენებსა და პორტატულ დინამიკებს და უსმინოთ მუსიკას მთელი დღის განმავლობაში.
Galaxy A52 სმარტფონს აქვს IP67 რეიტინგი, რაც გულისხმობს, რომ კორპუსი დაცულია მტვრისგან, ნესტისგან და წყლისგან. Corning Gorilla Glass 5 კი იცავს ეკრანს დაზიანებისგან და ნაკაწრებისგან.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.