უფასო მიწოდება
ძებნის ისტორია ცარიელია
უფასო მიწოდება
Samsung Galaxy A33 სმარტფონი აღჭურვილია Exynos 1280 რვაბირთვიანი ძლიერი პროცესორით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალ წარმადობას და და ტელეფონის შეუფერხებელ მუშაობას. Super AMOLED ეკრანს მაღალი ხარისხის გამოსახულება აქვს ხედვის ყველა კუთხიდან და ფერების კონტრასტი შესანიშნავად აისახება. ეკრანის განახლების სიხშირე 90 Hz-ია. ეკრანის განახლების სიხშირე გულისხმობს თუ წამში რამდენი ახალი კადრის ჩატვირთვა შეუძლია ეკრანს. 90 Hz კი უზრუნველყოფს სქროლინგისას კადრის უფრო გლუვად გადასვლას და ცვლილებას, რაც უფრო ეფექტურს ხდის გეიმინგს და კონტენტის ათვისებას.
Samsung Galaxy A33-ს აქვს მაღალი რეზოლუციის 48 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, რომელიც იღებს მკაფიო, ხარისხიან ფოტოებს და 4K ვიდეოს, დღე-ღამის ნებისმიერ დროს. მისი წინა, 13 მეგაპიქსელიანი კამერა შესანიშნავ სელფებს და 4K ხარისხის ვიდეოს იღებს. ძირითად კამერას აქვს ოპტიკური სტაბილიზაცია (OIS), რომელიც გულისხმობს, რომ ფოტოს და ვიდეოს გადაღების პროცესში, მოძრაობისას კადრი არ ირხევა.
მოცულობით, 5000 mAh Li-Po ძლიერ ელემენტს სწრაფი დატენვის ფუნქცია აქვს. მუხტავს 25 W-ით და ერთი სრული დატენვით სმარტფონი გთავაზობთ 18 საათიან ვიდეო დაკვრის დროს.
Samsung Galaxy A33-ს აქვს დახვეწილი, თხელი და თანამედროვე დიზაინი.