ძებნის ისტორია ცარიელია
უფასო მიწოდება
Samsung Galaxy A13 განკუთვნილია მათთვის, ვინც ყოველთვის მოძრაობაშია. სმარტფონი აღჭურვილია ძლიერი 5000 mAh მოცულობის მქონე ბატარეით, რომელიც საშუალებას მოგცემთ იმუშაოთ დიდი ხნის განმავლობაში და მუდმივად იყოთ ხაზზე. ასევე შეგიძლიათ მარტივად დაუკავშიროთ ტელეფონი ყურსასმენებსა და პორტატულ დინამიკებს და უსმინოთ მუსიკას მთელი დღის განმავლობაში. სმარტფონს აქვს სწრაფი დატენვის რეჟიმი, 15 W სიმძლავრით.
სმარტფონის 6.6 ინჩიანი PLS LCD დისპლეი გთავაზობთ საუცხოო გამოცდილებას თამაშებისთვის, ვიდეოების ყურებისთვის და სხვა დავალებების შესრულებისთვის.
Samsung Galaxy A13 არა მხოლოდ იღებს მკაფიო და მაღალი ხარისხის ფოტოებს თავისი 50 მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერით, არამედ შეუძლია მოგცეთ საკუთარი თავის გამოხატვის სხვადასხვა საშუალება, ისეთი ჩაშენებული ფუნქციებით, როგორიცაა სილამაზის რეჟიმი, ფილტრები, პორტრეტი და სწრაფი გადაღების რეჟიმი. 8 MP წინა კამერას აქვს სხვადასხვა ფილტრები და ეფექტები კრეატიული სელფებისთვის.
Samsung Galaxy A13 მობილური ტელეფონის 8 ბირთვიანი პროცესორი უზრუნველყოფს მაღალ სიჩქარეს, რაც უფრო ეფექტურს ხდის თამაშს და კონტენტის ათვისებას.