უფასო მიწოდება
მულტიფუნქციური კალათა, შავი
ნივთის ზომა: Ø18.5 x 10 სმ
მასალა: PP პოლიპროპილენი
რეკომენდებულია ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხვა
Saleen-ის მაღალი ხარისხის მრავალფუნქციური კალათა პრაქტიკული და თანამედროვე დანამატია თქვენი სამზარეულოსთვის. იდეალურია საკვების, პროდუქტების და სხვა ნივთების შესანახად და ორგანიზებისთვის. კალათა დამზადებულია მაღალი ხარისხის, საკვებისთვის უსაფრთხო სპეციალური თერმოპლასტიკური მასალისგან, რომელიც მდგრადია ტენიანობის მიმართ, რაც მას იდეალურს ხდის სამზარეულოსა და საკვების შესანახი სივრცისთვის.
მაღალი ხარისხის მასალა - დამზადებულია მაღალი ხარისხის პოლიპროპილენისგან, რომელიც არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს, უძლებს ტენიანობას, სითბოს, რაც მას ხანგრძლივად გამძლეს ხდის.
მრავალფუნქციური გამოყენება - შესანიშნავია როგორც საკვები პროდუქტებისთვის ორგანიზებისთვის, ასევე მცენარეებისთვის და დეკორატიული ელემენტისთვის.
გამძლე და მარტივი მოსავლელი - წყალგამძლე, სითბოსადმი მდგრადი (70°C-მდე), UV-რეზისტენტული, შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხვა.
Saleen - გერმანიაში დაარსებული ბრენდია, რომელიც მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს. ბრენდის ასორტიმენტში შედის კალათების მრავალფეროვანი არჩევანი, რომლებიც შესაფერისია როგორც სახლისა და სამზარეულოსთვის, ასევე ეზოსა და პიკნიკებისთვის. Saleen-ისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელს მიაწოდოს პროდუქტი, რომელიც ფუნქციურად მოსახერხებელი და მარტივად გამოსაყენებელია. ბრენდი ქმნის მაღალი ხარისხის, წყალგამძლე და ტემპერატურის მიმართ რეზისტენტულ კალათებს, რაც მომხმარებელს პროდუქტის ხანგრძლივი გამოყენების გარანტიას აძლევს.
Saleen-ის პროდუქციას ფუნქციურთან ერთად აქვს დეკორატიული დატვირთვაც, რაც მას აქცევს შესანიშნავ არჩევნად ინტერიერის მოწყობისთვის.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.