თბილისში მიწოდება 3 საათში
Redroad V17 ხელის მტვერსასრუტი, რომელიც ერთი სრული დამუხტვით 60 წუთამდე მუშაობს. აპარატის უპირატესობა მის სიმარტივეშია, რაც გულისხმობს ზომის მიუხედავად მაღალ სიმძლავრეს, მარტივად გასასუფთავებელ კონტეინერს და იატაკის აქტიურ საცმს, რომელიც ეფექტურად ასუფთავებს ნებისმიერი ტიპის მყარ იატაკს და ხალიჩებს. მტვერსასრუტი გაგაოცებთ მისი მცირე წონით, მძლავრი შესრუტვით, სიმარტივით და ხანგრძლივი მუშაობით. ინოვაციური მტვრის სენსორი აფიქსირებს მტვრის რაოდენობას და მის შესაბამისად ირჩევს შესრუტვის სიმძლავრეს, რომ აპარატმა მაქსიმალურად დიდხანს, 60 წუთამდე იმუშაოს. აპარატი შეგიძლიათ შეინახოთ სპეციალურ კედლის სამაგრზე, რომელიც ამავდროულად დამტენის ფუნქციასაც ითავსებს.
იატაკის აქტიურ საცმში ჩამონტაჟებულია LED განათება, რაც ამარტივებს მტვრის ნაწილაკების დანახვას. ძლიერი, 450W-იანი ძრავი 25.2V ელემენტით სახლის დასუფთავების პროცესს ამარტივებს და საფუძვლიანი, ღრმა წმენდის გარანტიას იძლევა.
Redroad V17 მტვერსასრუტს გააჩნია აქტიური იატაკის საცმი, მბრუნავი ჯაგრისის მეშვეობით აპარატი შეძლებს ნებისმიერი ტიპის მშრალი ნარჩენების შესრუტვას. მარტივად მანევრირებადია, შეუძლია მტვრის აღება ავეჯის ქვეშ.
Redroad V17 ხელის მტვერსასრუტის შესრუტვის ძალა მარტივად შეგიძლიათ შეცვალოთ სამუშაო პირობების მიხედვით. მტვრის კონტეინერის დაცლა-გასუფთავება ძალიან მარტივია.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.