თბილისში მიწოდება 3 საათში
Razer Hammerhead Pro უსადენო ყურსასმენს აქვს მკაფიო, დაბალანსებული, ძლიერი THX®-ის მიერ სერტიფიცირებული ხმა, hybrid ANC ტექნოლოგია და 60 ms დაბალი შეყოვნების კავშირი, რაც საშუალებას გაძლევთ ბოლომდე ფოკუსირდეთ თამაშებზე, მუსიკასა და ვიდეოებზე. ყურსასმენები, ქეისის გახსნის მომენტიდან ავტომატურად და შეუფერხებლად უკავშირდება თქვენს სმარტფონს. Bluetooth სტაბილური კავშირი 10 მეტრ რადიუსში შეუფერხებლად მუშაობს.
კორპუსზე ჩაშენებული სენსორებით მარტივად შეგიძლია აკონტროლო ზარები და მუსიკა, აირჩიო ხმაურის აქტიურ ჩახშობასა (ANC) და Quick Attention რეჟიმებს შორის სასურველი და გაააქტიურეთ თქვენი სმარტფონის ხმოვანი ასისტენტი. ANC რეჟიმი უზრუნველყოფს გარემოდან შემომავალი ხმაურის ჩახშობას, ხოლო Quick Attention რეჟიმი დაგეხმარებათ ნაწილობრივ გესმოდეთ გარე ხმა. ყურსასმენი აღჭურვილია Gaming რეჟიმით, რათა გაზარდოთ უსადენო კავშირის ეფექტურობა თამაშების დროს და უფრო სწრაფად რეაგირდეთ.
ერთი სრული დამუხტვით ყურსასმენი მუშაობს 4 საათი, ხოლო დამტენი ქეისით 16 საათი. ყურსასმენის სრულად დამუხტვას მხოლოდ 1.5 საათი სჭირდება, ხოლო 15 წუთიანი დამუხტვა 3 საათამდე მუშაობას უზრუნველყოფს.
კომპლეტქაციაშა ყურსასმენი, დამტენი ქეისი USB-C კაბელი, ყურსასმენის თავების კომპლექტი (Small, Medium, Large).
Razer Hammerhead Pro ყურსასმენს აქვს მსუბუქი კორპუსი და ერგონომიული დიზაინი. დამტენი ქეისი 43 გრამს იწონის, თითო ყურსასმენი კი მხოლოდ 5 გრამს.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.