უფასო მიწოდება
ძებნის ისტორია ცარიელია
უფასო მიწოდება
Razer Basilisk Ultimate ერთ-ერთი საუკეთესო ერგონომიული მაუსია თავის კლასში და გათვლილია თამაშისას მაქსიმალური კომფორტზე. ოპტიკური გადამრთველი შეფერხების გარეშე, უსწრაფესად, 0.2 მილიწამში სიჩქარით, არეგისტრირებს თითოეულ გამიზნულ კლიკს ინფრაწითელი სხივის ეფექტური გამოყენებით. ამასთანავე ფილტრავს შემთხვევით კლიკებს და არ აღიქვამს მათ. შესაბამისად სრულ კონტროლს გაძლევს თამაშის მიმდინარეობისას და ეფექტური შესრულების გარანტიაა.
FOCUS+ ოპტიკური სენსორი უზრუნველყოფს 20 000 DPI-ს და მაუსის 99.6% სიზუსტეს მოძრაობისას. Smart Tracking რეჟიმის წყალობით თამაშში არავინ და არაფერი იქნება შენზე სწრაფი. მაუსი გაძლეა და შეუფერხებლად მუშაობს 70 მილიონ კლიკამდე.
გეიმინგ მაუსს აქვს 11 პროგრამირებადი ღილაკი და გაძლევს შესაძლებლობას თამაშის საკუთარ სტილს მოარგო. ასევე 5 განსხვავებული პროფილის დამახსოვრების შესაძლებელობა აქვს, თითოეულს სხვადასხვა, შენს მიერ ოპტიმიზირებული პარამეტრებით შეინახავს.
დიზაინი ერგონომიული, ხელის ფორმებს მორგებული და მსუბუქი აქვს, ხოლო RGB განათება მაუსს უფრო ესთეტიურს ხდის. ერთი სრული დამუხტვით 100 საათამდე მუშაობს და იმუხტება Micro USB კაბელით.