კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
PYLONES, თერმოსი, 240 მლPYLONES, თერმოსი, 240 მლ
PYLONES, თერმოსი, 240 მლ

უფასო მიწოდება

101.92119.90-15%
PYLONES, თერმოსი, 240 მლ  pylones, termosi, 240 ml - ვარიაცია 1 PYLONES, თერმოსი, 240 მლ  pylones, termosi, 240 ml - ვარიაცია 1

PYLONES, თერმოსი, 240 მლ

ID: 3661561100492
დიზაინი:

PYLONES

 

თერმოსი განკუთვნილია, როგორც ცივი ასევე, ცხელი სასმელებისთვის.

 

მოცულობა: 240 მლ

 

ნივთის ზომა: 20.5 სმ

 

მასალა: უჟანგავი ფოლადი, ABS, PP, სილიკონი

 

რეკომენდებულია ხელით რეცხვა

101.92119.90-15%

უფასო მიწოდება3 სთ-ში

PYLONES, თერმოსი, 240 მლ

PYLONES-ის თერმოსი განკუთვნილია, როგორც ცივი ასევე, ცხელი სასმელებისთვის. ინარჩუნებს 12 საათამდე ცხელ ტემპერატურას, ხოლო 24 საათის განმალობაში ცივს. იდეალურია, როგორც ყოველდღიურ გამოყენებაში, ასევე პიკნიკებისთვის. თერმოსი არ გამოიყენოთ ალკოჰოლური ან გაზიანი სასმელებისთვის. თერმოსის თავსახური შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც ჭიქა.

არ არის რეკომენდებული ჭურჭლის სარეცხ მანქანაში და მიკროტალღურ ღუმელში გამოყენება.

ყველაფერი Pylones-ის შესახებ

PYLONES-ის გალაქტიკა სავსეა უჩვეულო და მხიარული ნივთებით, იმედისმომცემი და ამაღელვებელი, ენერგიული თავგადასავლებით, შეშლილი იდეებითა და საკვირველი ქმნილებებით… ჩავიხედოთ PYLONES-ის გალაქტიკის გულში – ვიმოგზაუროთ დროში და დავბრუნდეთ ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ყველა ძირითადი ელემენტი შეერთდა: 1985 წლის პარიზში…

შექმნის 35 წლის ისტორია

PYLONES-მა 35 წლის იუბილე 2020 წელს იზეიმა – ჯერ კიდევ აღტაცებულმა იმ ტრანსფორმაციით, რაც დაწყების დღიდან განიცადა. ცოცხალი, მჩქეფარე ენერგიით სავსე ბრენდმა მალევე დაკარგა დროის შეგრძნება. ნუთუ უკვე 30 წელი გავიდა? PYLONES-ის ექსპერიმენტული სახელოსნო აქტიურ, დამოუკიდებელ საშუალო ბიზნესად გადაიქცა, რომელიც ფრანგული დიზაინის ექსპორტს მთელ მსოფლიოში ეწევა. 2015 წელს ბრენდმა შექმნა მოდური აქსესუარების ახალი კოლექციები და ამასთან, საჩუქრებისა და სუვენირების ასორტიმენტი ბრენდის საყვარელი ქალაქების (პარიზი, ბერლინი, ლონდონი, ვენეცია, ფლორენცია და ნიუ-იორკში) ფერებში.

PYLONES – ეს ყველაფერი შენთვისაა!

PYLONES, როგორც პოპულარული ხელოვნებისა და ტრადიციების, ისე მისი ტექნიკისა და საუკუნოვანი ორნამენტების ამაყი მემკვიდრე, თამამად იყენებს 21-ე საუკუნის მასალებს და ქმნის უმშვენიერეს, თანამედროვე ნივთებს, რომლებშიც ტრადიცია და ტექნოლოგიებია გაერთიანებული. PYLONES-ს ყოველთვის მოსწონდა ცეცხლზე ნავთის დასხმა. უყვარს განახლება, საგნების ხელახლა გამოგონება, ახლებურად გამოწყობა თუ შეღებვა, რათა ყოველდღიურობა უფრო შესანიშნავი და სრულყოფილი გახდეს. და რაც შეეხება თავად ნივთებს.. Pylones სიყვარულით ქმნის ხელნაკეთ თუ დიზაინერულ ნაწარმზე დატანილ სახასიათო გამოსახულებებს. თითოეული მათგანი უნიკალურია – გასაოცარი, გამორჩეული, სახასიათო თუ აბსტრაქტული. Pylones-ის გადასაწყვეტია, მოღიმარენი იქნებიან თუ არა ნივთები, რამეს მოგთხოვენ თუ არა, გულუბრყვილოები იქნებიან თუ სნობები; გინდ ცხოველები იყვნენ, გინდ ადამიანები, ისინი მაგიურ საჩუქრებად და მხიარულ თანამგზავრებად იქცევიან, რათა რუტინული ყოველდღიურობა გამოაცოცხლონ. Pylones ბოლო რამდენიმე ათეული წელია პარიზში საქმიანობს და მთელ მსოფლიოში ასზე მეტ მაღაზიას აერთიანებს.

PYLONES - მინის საიუველირო კოლექცია

1996 წლიდან მოყოლებული, მინის ფორმირების სახელოსნო, რომელიც პარიზთან ახლოს, კომპანიის ქარხნის გულში მდებარეობს, მუდამ სავსეა იდეებით და ქმნის "Le Souffle de Pylones" – ბეჭდების, ყელსაბამებისა და საყურეების საიუველირო კოლექციას. "Le Souffle de Pylones" თითოეული აქსესუარი მინის ბერვის ტექნიკის გამოყენებით იწარმოება. "couture”-ის ფერებით, თხევადი და ბრჭყვიალა ეფექტით გამორჩეულ ნივთებს – ბეჰემოთები იქნება თუ მინიატურები – ელეგანტურობა ახასიათებს. ეს სამკაულები დიდებული პარიზული მოდის მშვიდობიან, ბედნიერ დღეებს გვახსენებს!

სახელ PYLONES-ის ეტიმოლოგია

Pylones-ის ადრეული დღეების პირველმა წარმატებამ სტიმული მისცა იმას, რაც მოგვიანებით ბიზნესის ქვაკუთხედი გახდა: პატარა ნივთების შექმნას. რატომ Pylones? – იმიტომ, რომ პილონები უყვართ – ეს შთამბეჭდავი ფიგურები, რომლებიც უზარმაზარი ელექტროგადამცემი სვეტების მსგავსად გადასცემენ ენერგიას დაბლობებსა და მინდვრებში, ხეობებსა და მთებში და მათთვის უცხოა ყველანაირი საზღვრები. მათ მსგავსად, და პატივისცემის ნიშნად, Pylones-იც ხელგაშლილი ელის მთელ პლანეტას და მზადაა, დადებით ენერგია გადასცეს!

Pylones-ის გალაქტიკის დაბადება

მრავალი ელემენტი 1985 წელს, პარიზში გაერთიანდა – სადღაც ძველმანების ბაზარსა და ENSCI სამრეწველო დიზაინის სკოლას შორის. თავად ნივთები კი – ცხოველის ფორმის სამკაულები, დამზადებული ლატექსისგან – გიჟური, თუმცა მოქნილი და მრავალმხრივი მასალისგან, რომელიც ყველაზე ფანტასტიკურ, ველურ წარმოსახვასაც კი აცოცხლებს. და ხალხი? – ჟაკ და ლენა გილემეტები და სამი გაბედული ახალგაზრდა დიზაინერი – "Les Braguettes Magiques". სწორედ ისინი მიმართავენ იმპროვიზაციებს სახელოსნოში, რათა მზარდი მომხმარებლის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილონ. გაიზარდა ყალიბების რაოდენობა, ერთმანეთს ერევა ახალ-ახალი ფერები, დიზაინი არ ცნობს არავითარ საზღვრებს, რის შედეგადაც იქმნება მრავალგვარი სამაგრი, ყელსახვევი, ლამპები თუ სარკეები და ა.შ. ამ ლირიკული Bric-à-brac-ის („ძველმანების“) საფუძველზე გაიხსნა პირველი პარიზული მაღაზია Ile Saint-Louis-ზე, 1987 წელს. მაგრამ ეს Pylones-ის ისტორიის ჯერ მხოლოდ დასაწყისია...

დამატებითი მახასიათებლები

ზოგადი ინფორმაცია

  • ბრენდიPYLONES
  • მასალაუჟანგავი ფოლადი, ABS, PP, სილიკონი
  • ტიპითერმოსი
  • ბრენდის წამომავლობასაფრანგეთი
  • ნივთის ზომა20.5 სმ


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.