კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
Purina ONE, მშრალი საკვები ზრდასრული ძაღლებისთვის ბატკნითა და ბრინჯით, 10 კგPurina ONE, მშრალი საკვები ზრდასრული ძაღლებისთვის ბატკნითა და ბრინჯით, 10 კგ
Purina ONE, მშრალი საკვები ზრდასრული ძაღლებისთვის ბატკნითა და ბრინჯით, 10 კგ

უფასო მიწოდება

129.07138.78-7%
Purina ONE, მშრალი საკვები ზრდასრული ძაღლებისთვის ბატკნითა და ბრინჯით, 10 კგ  purina one, mshrali sakvebi zrdasruli dzaghlebistvis baTknita da brinjit, 10 kg - ვარიაცია 1 Purina ONE, მშრალი საკვები ზრდასრული ძაღლებისთვის ბატკნითა და ბრინჯით, 10 კგ  purina one, mshrali sakvebi zrdasruli dzaghlebistvis baTknita da brinjit, 10 kg - ვარიაცია 1

Purina ONE, მშრალი საკვები ზრდასრული ძაღლებისთვის ბატკნითა და ბრინჯით, 10 კგ

ID: 7613287013675

Purina

 

 

მშრალი საკვები ზრდასრული ძაღლებისთვის გათვლილია დიდი და საშუალო ზომის ჯიშებისთვის. არის ბატკნის არომატით და უზრუნველყოფს თქვენი შინაური ცხოველის დაბალანსებულ დიეტას.

 

წონა: 10 კგ.

129.07138.78-7%

უფასო მიწოდება3 სთ-ში

Purina ONE, მშრალი საკვები ზრდასრული ძაღლებისთვის ბატკნითა და ბრინჯით, 10 კგ

მშრალი საკვები ზრდასრული ძაღლებისთვის 10 კგ. გათვლილია დიდი და საშუალო ზომის ჯიშებისთვის. არის ბრინჯითა და ბატკნის არომატით. დიდი ჯიშის ძაღლებს ესაჭიროებათ ბევრი ენერგია სხეულის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, თუმცა ზრდასრული ძაღლებისთვის წლების გასვლის შემდეგ მოძრაობა სულ უფრო რთულდება. ამიტომაცაა, რომ წლების შემდეგ ძაღლები წონაში იმატებენ. Purina ONE-ის მშრალი საკვები კი გათვლილია დაბალანსებული დიეტისთვის, რომელიც ანაყრებს თქვენს ოთხფეხა მეგობარს და ასევე ტონუსშიც ამყოფებს მას. შეიცავს ომეგა 3 და ომეგა 6, რომლებიც უზრუნველყოფს ძაღლის კანისა და ბეწვის სიჯანსაღეს. მასში შემავალი ამინომჟავები და ანტიოქსიდები აძლიერებს იმუნურ სისტემას.

შემადგენლობა

ცხვრის ხორცი (16%), ხორბალი (15%), გამომშრალი ფრინველის ცილა, სიმინდი, სიმინდის მარცვლები, სიმინდის ცილა, ცხოველური ცხიმი, ბრინჯი (4%), ხმელი ჭარხლის რბილობი, ჰიდროლიზებული ცხოველური ცილა, მინერალები, თევზის ქონი, ვიტამინები, ამინომჟავები, ანტიოქსიდანტები. საკვები ღირებულება: ცილა: 25%, ცხიმის შემცველობა: 15%, მინერალები: 8.0%, ნედლი ბოჭკოვანი: 2.5%, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები: 0.3%, ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავები: 1.7%. დამატებითი ნივთიერებები: სე/კგ: ვიტამინი A: 16200; ვიტამინი D3: 520; ვიტამინი E: 540; მგ/კგ: ვიტამინი C: 140; რკინა: 130; იოდი: 2,1; სპილენძი: 14; მანგანუმი: 50; თუთია: 120; სელენი: 0.14.

Purina ONE

Purina-ს ისტორია 1894 წელს დაიწყო, როცა უილიამ დენფორთმა ჯორჯ რობინსონთან და უილიამ ენდრიუსთან პარტნიორობით შექმნა კომპანია, რომელიც ფერმის ცხოველების კვებაზე იყო ორიენტირებული. კომპანიამ სახელი 1902 წელს Ralston Purina-ად გადაირქვა. წლების განმავლობაში კომპანიამ არაერთი ინოვაცია დანერგა შინაური ცხოველების კვების კულტურაში. საკვების ფორმა, რომელიც დღეს თითქმის ცხოველის ყველა საკვებს აქვს, სწორედ მის სახელს უკავშირდება. გარდა ამისა, კომპანია ყველა ასაკის ცხოველის საჭიროებებს აქცევდა ყურადღებას და პირველები იყვნენ, ვინც ლეკვებისა და კნუტების საკვებში დამატებითი ვიტამინები და პროტეინები შეიტანა. წლების განმავლობაში კომპანია მხარს უჭერდა სხვადასხვა ორგანიზაციებს ცხოველების კეთილდღეობის შესანარჩუნებლად.2001 წელს Ralston Purina ნესტლემ იყიდა, რათა ცხოველების მოვლა და მათი ჯანსაღი და გემრიელი საკვებით უზრუნველყოფა მსოფლიო მასშტაბით ყოფილიყო შესაძლებელი. კომპანია დღემდე აგრძელებს განვითარებას. 1984 წელს Purina-მ დაიწყო ინოვაციური პროცესი, რომელმაც შესაძლებელი გახადა ნამდვილი ხორცის საკვებში გამოყენება. შედეგად გაეშვა Purina Pro Plan, შინაური ცხოველების საკვების პირველ ბრენდი, რომელმაც გრანულები ნამდვილი ხორცისგან დაამზადა.

დამატებითი მახასიათებლები

ზოგადი ინფორმაცია

  • საკვების წონა10 კგ.
  • შემადგენლობა,არომატიბატკნის ხორცი
  • კვების რეჟიმიჩვეულებრივი
  • ცხოველების ზომადიდი
  • ცხოველის ასაკიზრდასრული
  • ბრენდიPurina ONE


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.