თბილისში მიწოდება 3 საათში
პოლ ლინჩი ხუთი რომანის ავტორია. მისი ბოლო რომანი, „მისნის სიმღერა“, 2023 წელს ბუკერის პრემიით დაჯილ- დოვდა. უფრო ადრე, ლინჩმა მიიღო კერი გრუპის პრიზი წლის ირლანდიური რომანისთვის და საფრანგეთის ჯილდო საუკეთესო უცხოური რომანისთვის. გარდა ამისა, პოლ ლინჩი მრავალი საერთაშორისო კონკურსის ფინალის- ტია, მათ შორის უოლტერ სკოტის ჯილდოს (დიდი ბრიტანეთი), ევროპული სტრეგას (იტალია), საფრანგეთის საუკეთესო უცხოური წიგნისა და ჟან მონეს პრემიის მფლობელი. 2024 წელს ლინჩი აირჩიეს ესდანას – ირლანდიის ხელოვნების აკადემიის წევრად, რომელშიც გაერთიანებულნი არიან გამორჩეული ხელოვანები. მისი რომანები თარგმნილია 30-ზე მეტ ენაზე. პოლ ლინჩის რომანი „მისნის სიმღერა“ ასახავს ერთი ოჯახის ბრძოლას გადარჩენისთვის, როცა სახელმწიფოში ტოტალიტარიზმი მყარდება. სწორედ ბუკერის ჯილდოს მფლობელი ამ რომანით ვიწყებთ „ინტელექტის” ახალ სერიას „21-ე საუკუნის პრემირებული წიგნები”. ავტორის თქმით, წიგნის მთავარ ინსპირაციად იქცა სირიის სამოქალაქო ომი, ლტოლვილთა კრიზისი და დასავლეთის გულგრილობა ლტოლვილთა მდგომარეობისადმი. რომანში მოქმედება ირლანდიაში ვითარდება. ქვეყანა ტირანიისკენ მიბრუნებული მთავრობის ხელშია და ეილიშ სტეკს მხოლოდ ის შეუძლია, უმწეოდ უყუროს, როგორ ქრება მისი ნაცნობი სამყარო, როგორ ეშლება ოჯახი სახელმწიფოს დამხობის თანმდევი მოვლენებით. ეილიშის ამბის მაგალითზე მკითხველი ხედავს რეპრესიებისთვის, ომისთვის გადახდილ ადამიანურ ფასს, ხედავს ზარალს, დანაკარგს, ტკივილს. ჯერ მისი ქმარი უჩინარდება, შემდეგ მისი უფროსი ვაჟი. არსებობისთვის ბრძოლა ეხება წვრილმანებსაც: უნდა იშოვოს საკმარისი რძე ბავშვისთვის, მოუაროს ქალაქის მეორე ბოლოში მცხოვრებ მეხსიერებადაკარგულ მამას, შეეგუოს სამსახურიდან დათხოვას. ჩვენ ვხედავთ, რამდენად უსუსურია ცივილიზებული ფენის მოქმედება, მაგრამ ამასთანავე მტკიცეა მათი მომავლისადმი რწმენა. რატომ ფიქრობდა ამდენი ადამიანი, რომ ყველაფერი მალე მოგვარდებოდა, რატომ არ ცდილობდნენ სამშობლოდან ადრევე გაქცევას?
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.