უფასო მიწოდება
OstroVit ბიოტინ პლიუსი
ვიტამინებისა & მინერალების კომპლექსი
შექმნილია ჯანსაღი კანის, ფრჩხილისა & თმისთვის
აღადგენს კანის სტრუქტურას, აუმჯობესებს სიმკვრივეს, ელასტიურობას & ანელებს დაბერების პროცესს
აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, მატებს სიმკვრივეს & ბუნებრივ ბზინვარებას
ამაგრებს ფრჩხილებს & იცავს მტვრევადობისაგან
100 ტაბლეტი
ბიოტინი წარმოადგენს წყალში ხსნად B ჯგუფის ვიტამინს, კერძოდ B7 ვიტამინს. მას „H“ და „სილამაზის ვიტამინსაც“ უწოდებენ.
იგი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინია თმის ზრდისა და თმის ფოლიკულის განვითარებისათვის. ის განაპირობებს ბუნებრივი რეგენერაციული პროცესების მიმდინარეობას თმის ძირებში. ამ ვიტამინის დეფიციტი ორგანიზმში აუტოიმუნური დარღვევების და სებორეას განვითარების ერთ-ერთი მიზეზია. ბიოტინის ნაკლებობისას ზიანდება თმის ღერის სტრუქტურა, იგი ხდება მყიფე, მტვრევადი, რაც იწვევს თმის ცვენას; წარმოიქმნება ქერტლი, აღინიშნება ცხიმიანობის მომატება ან სიმშრალე.
ბიოტინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის გაჯანსაღება-გაახალგაზრდავებაში. იგი ხელს უწყობს კანქვეშა ცხიმის სინთეზს, შესაბამისად გავლენას ახდენს კანის და თმის ცხიმიანობის დაბალანსება-დარეგულირებაზე. კვლევების შედეგად დამტკიცებულია, ბიოტინის გამოყენება კანის კანდიდოზების დროს. ეს ვიტამინი ასევე უზრუნველყოფს კანის კვებას, დატენიანებას, ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას და უკვე ფორმირებულის შემდგომ განვითარებას.
ბიოტინი აღადგენს და აძლიერებს ფრჩხილის სტრუქტურას, უბრუნებს მას ბუნებრივ შეფერილობას და ხელს უწყობს ზრდის პროცესს.
კომპლექსში შემავალი სელენი - წარმოადგენს შეუცვლელ ანტიოქსიდანტს. იგი ბიოლოგიურად აქტიური მიკროელემენტია, რომელიც შედის ჰორმონების და ფერმენტების შემადგენლობაში. აკონტროლებს უჯრედების ნორმალურ დაყოფას, იცავს დნმ -ის სტრუქტურას და ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას, ასტიმულირებს თმის ზრდას და მნიშვნელოვნად ანელებს დაბერების პროცესს.
ფოლიუმის მჟავა - ორგანიზმში მეტაბოლიზდება ტეტრაჰიდროფოლის მჟავამდე. იგი კოფერმენტია, რომელიც აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის. ფოლიუმის მჟავა ასტიმულირებს ერითროპოეზის პროცესს, მონაწილეობს ამინომჟავების (მეთიონინი და გლიცინი), ნუკლეინის მჟავების, პურინებისა და პირიმიდინების სინთეზში, ასევე ქოლინის და ჰისტიდინის მეტაბოლიზმში.
თითია - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიკროელემენტია, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმში მინდინარე მრავალ ფიზიოლოგიურ პროცესში.მონაწილეობს კანის, თმის, ფრჩხილის, ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურის აღდგენა-გაჯანსაღებაში, ასტიმულირებს კოლაგენის, ელასტინის სინთეზს, უჯრედების ჰიდრატაციას და რეგენერაციას, ხელს უშლის ნაოჭების განვითარებას, ანელებს დაბერების პროცესს. თუთია ეფექტურია აკნეს, გამონაყარის, პიგმენტური ლაქების სამკურნალოდ.
ბიოტინი - 2500 მკგ.
თუთია - 15 მგ.
სელენი - 100 მკგ.
ფოლის მჟავა - 800 მკგ.
მიიღება მოზრდილებში დღეში 1 აბი.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.