თბილისში მიწოდება 3 საათში
Opviq-ის მაგიდის სანათი გამოირჩევა სადა სტილით, რომელიც თქვენს სივრცეს სიმყუდროვეს შემატებს. დამზადებულია მაღალი ხარისხის მასალებისგან. სანათს ფუნქციურთან ერთად დეკორატიული დატვირთვაც აქვს. შესანიშნავად ერწყმის როგორც მისაღების, ისე საძინებლის ინტერიერს. მისი რბილი განათება ქმნის სიმშვიდისა და კომფორტის შეგრძნებას, რაც იდეალურია დასვენებისთვის.
დიზაინი: სადა დიზაინი შეგიქმნით სიმყუდროვის შეგრძნებას. აბაჟურის დიამეტრი 15 სმ-ია, სიმაღლე 15 სმ. კაბელის სიგრძე 100 სმ.
მაღალი ხარისხი: დამზადებულია მაღალი ხარისხის PVC-ის მასალით და აქვს პლასტმასის ფეხები, რაც უზრუნველყოფს გამძლეობასა და სტაბილურობას.
გამოყენება: სანათს ესაჭიროება ნათურა: E14 Max 40 W.
Opviq: განათება ყოველი მომენტისთვის
სინათლე აუცილებლობასთან ერთად სივრცის განმსაზღვრელი ელემენტია, რომელსაც შეუძლია გარემოს შეცვლა, ყურადღების გამძაფრება და დიზაინის გამოკვეთა. Opviq-ის ფილოსოფია მარტივია: მომხმარებელზე მორგებული სინათლის წყარო - ახალი პროექტებისა თუ ოთახის განახლებისთვის, რაც დაგეხმარებათ ვიზუალური ჰარმონიისა და იდეალური განათების მიღწევაში.
Opviq გთავაზობთ პროდუქტების ფართო არჩევანს, რაც დაგეხმარებათ განათების გამოწვებების გადაწყვეტაში: ჭაღები, რომლებიც ოთახს ერთიანად ანათებენ, დახვეწილი დიზაინის ტორშერები, რაც ინტერიერის აქცენტირების შესაძლებლობას გაძლევთ, სამუშაოსთვის განკუთვნილი მაგიდის სანათები და კედლის სანათები კომფორტული გარემოს შექმნისა და არქიტექტურული დეტალების ხაზგასმისთვის.
დიზაინი და ტექსტურა
Opviq - დიზაინი საზღვრების გარეშე. ბრენდის კოლექცია აერთიანებს ესთეტიკურ მრავალფეროვნებას - ნატიფი, დეტალურად დამუშავებული ტრადიციული ვიზუალი, რომელიც კლასიკურ ხელოვნებას ასახავს, მინიმალისტური, გლუვი ფორმები - თანამედროვე სტილის წარმოსაჩენად. ეს მრავალფეროვნება განაპირობებს პროდუქციის თავსებადობას ნებისმიერ სტილსა და დეკორთან მომხმარებლის ხედვის გასაცოცხლებლად.
Opviq-ის სანათებს აქვს მდიდარი ტექსტურა, რომელიც განსხვავებული მასალების გამოყენებით მიიღება: მეტალი - მყარი სტრუქტურისა და სუფთა, თანამედროვე ინდუსტრიული ვიზუალის შესაქმნელად. ორგანული სითბოს შესაქმნელად პროდუქციაში გამოყენებულია ხე, რომელიც თანამედროვე ინტერიერს ბუნებრივ და მდგრად იერს სძენს. მაღალი ხარისხის მასალები ქმნის რბილ, თბილ ნათებას, რაც აღრმავებს ტექსტურისა და ვიზუალის აღქმას.
Opviq-ი დაგეხმარებათ ისეთი განათების შექმნაში, რომელიც აერთიანებს დიზაინს, ხარისხსა და ფუნქციურობას, რაც განაპირობებს კომფორტს საცხოვრებელ, სამუშაო და დასასვენებელ სივრცეებში.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.