უფასო მიწოდება
Oppo A77s სმარტფონი აღჭურვილია რვაბირთვიანი ძლიერი პროცესორით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალ წარმადობას და ტელეფონის შეუფერხებელ მუშაობას. ეკრანის განახლების სიხშირე 90Hz-ია. ეკრანის განახლების სიხშირე გულისხმობს თუ წამში რამდენი ახალი კადრის ჩატვირთვა შეუძლია ეკრანს. 90Hz კი უზრუნველყოფს სქროლინგისას კადრის უფრო გლუვად გადასვლას და ცვლილებას, რაც უფრო ეფექტურს ხდის გეიმინგს და კონტენტის ათვისებას.
Oppo A77s აქვს 50 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, რომელიც იღებს მკაფიო, ხარისხიან ფოტოებს და 1080p ვიდეოს, დღე-ღამის ნებისმიერ დროს. აქვს წინა 8 მეგაპიქსელიანი კამერა სელფისთვის და იღებს 1080p ხარისხის ვიდეოს.
მოცულობით, 5000 mAh Li-Po ძლიერ ელემენტს სწრაფი დატენვის ფუნქცია აქვს. მუხტავს 33 W-ით. ერთი სრული დატენვით სმარტფონი გთავაზობთ 17.5 საათამდე ვიდეო დაკვრის დროს.
Oppo A77s-ს აქვს დახვეწილი, თხელი და თანამედროვე დიზაინი.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.